ლიბანში ისრაელის ჯარების მიერ შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსასს უახლოვდება

ბოლო მონაცემებით, ლიბანში ისრაელის ჯარების მიერ შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 600-ს უახლოვდება, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლიბანის მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ ის ადგილები, სადაც მათ ჯარისკაცებს ,,ჰეზბოლაზე” იერიში მიაქვთ.

ამავე დროს, ,,ჰეზბოლამ” დაადასტურა მათი ერთ-ერთი ლიდერის, იბრაჰიმ მუჰამედ კუბასის სიკვდილი. კუბასის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ,,ჰეზბოლას” გავლენიანი პირი ერთ-ერთ იყო იმ ექვს ადამიანს შორის, რომლებიც ბეირუთის გარეუბანში, საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.

ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ქმედებები მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს დაგმო.

მსგავსი თემები