სლოვაკეთის პრემიერს ფიცოს კონვერტში ჩადებული ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის მთავრობის კანცელარიამ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სახელზე კონვერტი მიიღო, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია იდო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტყვია კონვერტში სახელმწიფო დაცვის სამსახურის წევრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც დილით პრემიერის სახელზე მოსულ კორესპონდენციას ამოწმებდნენ. კონვერტის გამომგზავნის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა.

მსგავსი თემები