,,საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება, ამას ყველა უნდა შეეგუოს” – მამუკა მდინარაძე

,,ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის.

„ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა, სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს. ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში! გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა! ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ“, – დაწერა მამუკა მდინარაძემ.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, „აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე“.

მსგავსი თემები