აშშ-ს პროკურორებმა დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან დაკავებულ მამაკაცს, ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

აშშ-ის პროკურორებმა დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან დაკავებულ მამაკაცს, საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. თუკი მას ამ ბრალდებას დაუმტკიცებენ, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

,,საჯარო მოხელეების მიმართ ძალადობა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა და აღნიშნა, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობაში მისაცემად.

შეგახსენებთ, რომ 58 წლის რაიან როუთს იარაღის ქონის გამო სხვადასხვა ბრალდებებით სულ მცირე უკვე 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები