,,მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია” – ანტონიუ გუტერეში

,,მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

გუტერეშმა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და სუდანში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მზარდია იმ მთავრობებისა და სხვა ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც თავს გრძნობენ ისე, თითქოს „ციხისგან გათავისუფლების ბარათს“ ფლობენ.

„მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია. დღეს მთავრობებისა და სხვათა მზარდი რაოდენობა თავს გრძნობენ ისე, თითქოს აქვთ ციხისგან გათავისუფლების ბარათი. მათ შეუძლიათ, დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. დაარღვიონ გაერო-ს წესდება. მათ შეუძლიათ, თვალი დახუჭონ საერთაშორისო კონვენციებზე ან საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. მათ შეუძლიათ, შეიჭრან სხვა ქვეყანაში, გაანადგურონ მთელი დასახლებები ან სრულიად უგულებელყონ საკუთარი ხალხის კეთილდღეობა და არაფერი მოხდება“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი თემები