ილონ მასკი აცხადებს, რომ Neuralink-ის ახალი იმპლანტი უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კომპანია Neuralink-ის ახალი იმპლანტი Blindsight უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს.

„ეს მოწყობილობა მხედველობის უნარს დაუბრუნებს მათაც კი, ვინც ორივე თვალი და მხედველობის ნერვებიც დაკარგა. იმ შემთხვევაში თუ მხედველობის ქერქი არ არის დაზიანებული, მოწყობილობა მხედველობის უნარს უსინათლოდ დაბადებულებსაც შესძენს“, – აცხადებს მასკი.

მისი თქმით, თავიდან Blindsight-ი გამოსახულებას დაბალი რეზოლუციით გადასცემს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ბუნებრივ მხედველობასაც აჯობოს და მისი მომხმარებელი სამყაროს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სპექტრშიც დაინახავენ.

Blindsight-მა უკვე მიიღო „გამრღვევი მოწყობილობის“ სტატუსი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან (FDA), რაც მისი გამოყენების დაწყებას დააჩქარებს.

მსგავსი თემები