„მოსახლეობას მილიონ ლარზე მეტი ჩამოეწერა, ეს იყო სისტემური პრობლემა“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავართან“

„ზედმეტად დარიცხული კომუნალური გადასახადების პრობლემა მოხსნილია და  პრობლემა აღმოფხვრილია“ – აღნიშნული განცხადება ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. მისი შეფასებით, მოსახლეობისთვის ჩამოწერილი თანხის ოდენობამ მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ყველაზე მტკივნეული და აქტუალური თემა სექტორში ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, როცა მოქალაქეებს ერიცხებათ ისეთი გადასახადები, რასაც არ ეთანხმებიან, უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და მოითხოვენ მათ ჩამოწერას. ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ ტიპის საჩივრებით მოგვმართავენ. მიმდინარე წელს, საკმაოდ დიდი თანხა ჩამოეწერა მოსახლეობას, რომელიც ზედმეტად ჰქონდათ დარიცხული.  თანხის ოდენობამ მილიონ ლარს გადააჭარბა“ – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმამედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის გამო, კომპანიები სერიოზული თანხითაც დაჯარიმდნენ.

„ყველაზე „მოდური“ თემა იყო „თელმიკო“ – „თელასის“ ამბავი, როცა მასობრივად დაარღვიეს მოსახლეობის უფლებები, რადგან, იმდენი გადასახადი მიიღეს, რაც არ მოუხმარიათ და რასაც არ მოელოდნენ. დადასტურდა კიდეც, რომ ეს იყო არასწორი აღრიცხვიანობისა და არასრული მენეჯმენტის ბრალი. მათ ფინანსური სანქციებიც დაეკისრათ აღნიშნულის გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ. პრობლემა ამოწურულია და მსგავსი რამ გამორიცხულია. ეს იყო სისტემური პრობლემა“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.    

მსგავსი თემები