ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. შტორმ „ბორისის“ შედეგად, ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა.

შვიდი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში, შვიდი პოლონეთში, ხუთი ავსტრიაში, ოთხი კი ჩეხეთში.

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მდინარე დუნაის ადიდებისა მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან სლოვაკეთისა და უნგრეთის დედაქალაქებში.

მსგავსი თემები