“რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს”- პეტრიაშვილი

ლაშა ბექაურის მსგავსად, ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გენო პეტრიაშვილი  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დაწერა.

„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – წერს გენო პეტრიაშვილი.

მსგავსი თემები