“ყირიმის დეოკუპაციისა და ქერჩის ხიდის განადგურების გეგმა არსებობს”- უკრაინული მხარე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიისა და ყირიმის დეოკუპაციის გეგმა შემუშავებული აქვთ.

მისივე ინფორმაციით, ასევე არსებობს ქერჩის ხიდის განადგურების გეგმაც.

„შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიის და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის გეგმა აქვს. ასევე გეგმა იმისა, რომ გავანადგუროთ ყველა წინაღობა. ანონს არ გავაკეთებთ – როგორც მანამდეც არ გაგვიკეთებია”- თქვა იუსოვმა.

 

მსგავსი თემები