ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს

პოლიციამ ფონიჭალაში დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი ადამიანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს – 1997 წელს დაბადებულ დ.შ.- ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ. – ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამართალდამცველებმა ლ.ტ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები