Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი დააკავეს. საფრანგეთის პოლიციამ ის მას შემდეგ დააკავა, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩო ოპერატიულად მუშაობს სიტუაციის გასარკვევად.
შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე უარი თქვა, მაგრამ აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.