რეკორდული სიცხე აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყის ხანძრების ერთ-ერთ მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება. 17 წლიანი რეკორდია მოხსნილი ლას ვეგასში, სადაც თერმომეტრმა ცელსიუსით 48 გრადუსს გადააჭარბა.

კიდევ უფრო ცხელა კალიფორნიასა და ნევადის საზღვართან ახლოს, სადაც სიცხე 53 გრადუსამდე ავიდა. სპეციალისტების თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო საფრთხე, დაახლოებით, 36 მილიონ ადამიანს ემუქრება. რეკორდულ ტემპერატურას ელოდებიან სხვა შტატებშიც.

მსგავსი თემები