,,როგორც ჩვენი ინსტიტუტების გარანტი, პრეზიდენტი უზრუნველყოფს ფრანგი ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემას” – ელისეის სასახლე

ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ ფრანგი ხალხის არჩევანს და არჩევნების შედეგებს აღიარებს და პატივს სცემს. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მაკრონის პარტია მეორე ადგილზეა.

„როგორც ჩვენი ინსტიტუტების გარანტი, პრეზიდენტი უზრუნველყოფს ფრანგი ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემას…

რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, ის დაელოდება ახალი ეროვნული ასამბლეის სტრუქტურირებას, აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებამდე”, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროის მონაცემებით, მემარცხენე კოალიცია ,,ახალი სახალხო ფრონტი” ლიდერობს. მესამე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიაა.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვება უკვე დააანონსა გაბრიელ ატალმა.

მსგავსი თემები