,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს პაპუაშვილმა ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, 3 ივნისს, ხელი მოაწერა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს.

,,დღეს ხელი მოვაწერე კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის გამტკიცებაა”, – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები