საქველმოქმედო კონცერტზე, აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის 250 ათასი ლარი შეგროვდა

მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის – უსამართლო ჯარიმების გადასახდელად მოქალაქეებმა აქცია-მარათონზე 250 ათასი ლარი შეაგროვეს. საქველმოქმედო აქცია-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გუშინ, 21:00 საათიდან დაიწყო. მასში მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა, მათ შორის:

გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი;
შოთა საგანელიძე;
Moku Moku;
წერილი;
Kordz;
Mechanical Rainbow;
ლექს სენი & თიკო;
ნატალია ნაყოფია;
Bedford Falls;
Circus Mircus;
The Window;
Quemmekh;
არა;
ყველა;
Creams;
ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი;
ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე;
ფანიკო;
ავარა;
თამადა;
მერაბ სეფაშვილი;
ლელა წურწუმია;
რობი კუხიანიძე;
დაგდაგანი;
Loudspeakers;
გამოუვალი მდგომარეობა;
Process.

ცნობისთვის, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ანტირუსული აქციების მონაწილეებს დღემდე კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.

მსგავსი თემები