,,განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს,  ეს არის “ცალ ფეხზე დგომა”- დიმიტრი ხუნდაძე

”ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, “ცალ ფეხზე დგომაა”, როდესაც პრეზიდენტი ისე იწყალებს პატიმარს, რომ განმარტებებს არ აკეთებს.

,,ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის “ცალ ფეხზე დგომა” პრეზიდენტი ისე იწყალებს პატიმარს, განმარტებებს არ აკეთებს, რადგან სათქმელს ვერ ამბობს. თუმცა,  მისი განმარტებები არც არის საჭირო. ცხადია, ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის “ცალ ფეხზე დგომა”.

პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროც ამაზე მეტყველებს, რადგან ის, დასავლეთში ევროკომისრის  გაკეთებულ განცხადებას დაემთხვა, რომლის რიტორიკაც უჩვეულოდ იყო შეცვლილი.
როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს. თუმცა, ყველაფერ ცუდს თავისი კარგი მხარეც აქვს,”- წერს ხუნდაძე.

 

მსგავსი თემები