განმეორებითი მიწისძვრა თურქეთში – ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ახლოს იყო.

მიწისძვრა რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობოდა ბათუმშიც. ქალაქის ზოგ უბანში ხალხი სახლებიდან საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გამოვიდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში 1 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის მხოლოდ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება. დაშავებულია ათასობით ადამიანი.

მსგავსი თემები