გლდანში, გვუან ღამით, ხიდებთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.