უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში, ფშემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მატარებლით ჩავიდა.
შესაბამისი კადრებს პოლონური TVN-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ზელენსკი ვაშინგტონში ჟეშუვის აეროპორტიდან გაფრინდა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.