,,ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი”- პუტინი

,,ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტის და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები