ზელენსკი პოლონეთში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში თვითმფრინავით გაემგზავრა – მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში, ფშემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მატარებლით ჩავიდა.

შესაბამისი კადრებს პოლონური TVN-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ზელენსკი ვაშინგტონში ჟეშუვის აეროპორტიდან გაფრინდა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

მსგავსი თემები