გერმანია უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ 50 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა დაჭრილი და დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ახალი ინიციატივის ფარგლებში უკრაინელი სამხედროების გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრაციაც გამარტივდება.

უკრაინელი ჯარისკაცების სტაციონარული მკურნალობის ხარჯებს მომავალში ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე გერმანიის ფედერალური ორგანოები დაფარავენ. ინფორმაციის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან გერმანულმა კლინიკებმა 1 173 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიანი მოქალაქეებს უმკურნალეს.

მსგავსი თემები