ირანს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი – ებრაული მედია

ირანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, უსაფრთხოებისა სამსახურის უფროსის რონენ ბარისა და ყოფილი პრემიერის ნაფტალი ბენეტის მკვლელობა დაგეგმა.

ებრაული მედიის ცნობით, ირანმა ეს აქცია 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ დაგეგმა. ირანი ამაში ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურს „მოსადს“ ადანაშაულებს.

გეგმის სისრულეში მოსაყვანად ირანმა ებრაელი ბიზნესმენი გადაიბირა, რომელიც დიდ დროს თურქეთში ატარებდა. ებრაელი ბიზნესმენი რამდენჯერმე მალულად თურქეთიდან ირანში გადავიდა, სადაც ირანელებთან ოპერაციის დეტალები განიხილა. ის ამის სანაცვლოდ 1 მილიონ დოლარს ითხოვდა.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ებრაელი ბიზნესმენის დადგენა და დაკავება შეძლო. ახლა მის საქმეს სასამართლო განიხილავს.

მსგავსი თემები