კვარაცხელიას ანაზღაურება იზრდება – რას წერს იტალიელი ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელზე

იტალიელმა ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

როგორც ჟურნალისტი წერს კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება.

ჯუღელი „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრება და იანვრის დასაწყისში, „პარტენოპეის“ წარმომადგენლებსა და შუამავალ კრისტიან ძაკარდოს შეხვდება, რათა კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს, რომლითაც ფეხბურთელის ანაზღაურება გაიზრდება.

მსგავსი თემები