სომხეთის პროკურატურამ ყირიმის ხიდის აფეთქებაზე სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ მასალები უსაფრთხოების სამსახურს გადაუგზავნა

სომხეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  შეისწავლეს ყირიმის ხიდის აფეთქების საქმის ფარგლებში სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ პუბლიკაციები.

უწყების ცნობით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ შეისწავლა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია და სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში სომხეთის მოქალაქის მონაწილეობის შესახებ.

,,გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტების, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთდახმარების ინსტიტუტის გამოყენებით, თანმიმდევრული იქნება გამოქვეყნებული ინფორმაციის გარემოებების სრულად გამოვლენაში. შედეგების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ვინაიდან პუბლიკაციები შეიცავს აშკარა დანაშაულის დამადასტურებელ ინფორმაციას, გენერალურმა პროკურატურამ ისინი გადაუგზავნა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებას, სისხლის სამართლის საქმის დაწყების საკითხის გადაწყვეტის მითითებით.

ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით,  ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები