გიორგი მიქაუტაძე დღეიდან  „ლიონის“ ფეხბურთელია

გიორგი მიქაუტაძესა და „ლიონს“ შორის კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაფორმდა და ტრანსფერის თანხამ 18,5 მილიონი ევრო შეადგინა. ინფორმაციას ფრანგული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ლიონი“ სიხარულით გაცნობებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე თავისი ბვშვობის კლუბში დაბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც „ლიონთან“ 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“- წერს „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელია.

 

მსგავსი თემები