“აგარის განახლებულ ქარხანაში რამდნიმე ასეული ადამიანი დასაქმდება” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოება ხდებოდეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აგარის შაქრის ქარხანაზე საუბრისას განაცხადა, გეგმის მიხედვით რამდენიმე ასეული მოქალაქე დასაქმედება ქარხანაში.

„ვხედავთ, რომ მიმდინარეობს აგარის ქარხნის სამუშაოები, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას რომ განაახლოს წარმოება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იწარმოებოდეს ადგილობრივი პროდუქცია იმისთვის, რათა ქართული თვით უზრუნველყოფა იგივე შაქრის ნაწილში გაიზარდოს. ჩვენ ახლებური მიდგომა გვაქვს, ქართულ წარმოებებს შეუწყოთ ხელი, რათა ქართული პროდუქციით დიდწილად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გვაქვს კომუნიკაცია ქარხნის ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა რომლის მიხედვითაც უკვე რამდნიმე ასეული ადამიანი შეძლებს, განაახლოს მუშაობა აგარის განახლებულ ქარხანაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება. საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველი საწარმოა, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე დაიწყებს ფუნქციონირებას.

მსგავსი თემები