გიორგი ქოჩორაშვილი ალბანეთთან მატჩს გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ალბანეთთან მატჩს გამოტოვებს. მას 5 ყვითელი ბარათი აქვს. საქართველო-ალბანეთის მატში 14 ოქტომბერს გაიმართება.

მეტი...

ბრაზილიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს

ბრაზილიაში, ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. სტიქიამ 220 ათასი კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მოიცვა. ხანძრით განადგურებული ტერიტორიის ნახევარი ამაზონის ტროპიკულ ტყეებზე მოდის, სადაც ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი სეზონია და ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს. ექსპერტების თქმით, კლიმატურ ცვლილებებში მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი შეაქვს ტყის საფარის გაჩეხას.  

მეტი...

გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის იერიშებს 49 ადამიანი ემსხვერპლა, 219 კი დაშავდა

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის იერიშებს 49 ადამიანი ემსხვერპლა, 219 კი დაშავდა. უწყებაში შიშობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დაღუპულთა უმეტესობა ჯაბალიაშია, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაში, სადაც სარაკეტო თავდასხმა საღამოს 10 საათისთვის განხორციელდა.

მეტი...

“ტრავმა არ მიმიღია, აღდგენას მოვახერხებ”- ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა უკრაინასთან წაგებული (0:1) შეხვედრის შემდეგ თანაგუნდელები და გულშემატკივრები გაამხნევა და განაცხადა, რომ ამ წაგებით მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა არ დამთავრებულა. „უკრაინასთან მარცხის მიზეზებს ანალიზი სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ისე ვერ ვითამშეთ, როგორც საჭირო იყო, განსაკუთრებით პირველი 20-25 წუთის განმავლობაში. ინტენსივობა და ორთაბრძოლის ხარისხი მაღალი არ იყო, რის გამოც დავისაჯეთ. გოლის შემდეგ ვითარება გამოვასწორეთ, იყო ეპიზოდები, როდესაც უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ. შემდეგი თამაში თბილისში გვაქვს და იმედია, შედეგს გავაუმჯობესებთ. მოედნის საფარს რაც შეეხება, მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ეს ხელს ორივე…

მეტი...

“მხოლოდ მეგობრობის მსოფლიო შეიძლება, იყოს მშვიდობის მსოფლიო”– სი ძინპინი

“მხოლოდ მეგობრობის მსოფლიო შეიძლება, იყოს მშვიდობის მსოფლიო”– ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ჩინეთის საერთაშორისო მეგობრობის კონფერენციაზე უცხოელ სტუმრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „თქვენი გამოსვლები მახსენებს იმას, რაც ერთხელ მითხრა უცხოელმა მეგობარმა: მეგობრობა მნიშვნელოვანი საკითხია; მხოლოდ მეგობრობის მსოფლიო შეიძლება, იყოს მშვიდობის მსოფლიო. სწორედ ადამიანთა მეგობრობის კეთილი ნაკადები აერთიანებს ძლიერ ძალას, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებას და აშენებს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოებას“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

ბაიდენი, მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს სროლა გაერო-ს მშვიდობისმყოფელების მისამართით ლიბანში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს სროლა გაერო-ს მშვიდობისმყოფელების მისამართით ლიბანში. პარალელურად, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა დაგმეს გაერო-ს მშვიდობისმყოფელების დაშავება, რაც ისრაელის სამხედროების მხრიდან სროლამ გამოიწვია. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ინციდენტები არის გაუმართლებელი და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. „ჩვენ გამოვხატავთ აღშფოთებას მას შემდეგ, რაც ნაქოურაში რამდენიმე სამშვიდობო დაშავდა. ეს თავდასხმები წარმოადგენს ისრაელის ვალდებულებების სერიოზულ დარღვევას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციით და ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ყველა სამშვიდობო უნდა იყოს დაცული და ვიმეორებთ ჩვენ ქებას ლიბანში გაერო-ს ჯარების/პერსონალის მუდმივი და შეუცვლელი ვალდებულების მიმართ ამ ძალიან რთულ ვითარებაში“-აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის სიმღერის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე 16 ნოემბერს მე-9 ნომრად წარდგება.წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. To My Mom – „დედას“ – ასე ქვია საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერას, რომლის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება. სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა.  

მეტი...

“ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მეორე დღესვე სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი”- ირაკლი კობახიძე

“ნოემბრის ბოლოს, დეკემბერს დასაწყისში, იმის მიხედვით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა როდის ჩაინიშნება, სალომე ზურაბიშვილმა  მეორე დღესვე აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, 26 ოქტომბერს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, რასაც პრემიერი მათ წინასწარ ულოცავს. “ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო სისტემაშიც, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, არაერთი დასკვნაა ეუთო/ოდირის, სადაც გაკრიტიკებულია პრეზიდენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე მაქვს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამაზეც გამახვილდება ყურადღება, მითუმეტეს, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა 26 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის…

მეტი...

თბილისში მოზარდს ეძებენ

თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული გოგოს ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. “მეგობრებო გთხოვთ დამეხმარეთ, გადააზიარეთ,დაიკარგა მეგობრის ბავშვი, 11 წლისაა სახლში 3 საათზე უნდა დაბრუნებულიყო და კვალი ნახალოვკა კერძოდ ზესტაფონს ქუჩაზე წყდება. გთხოვთ თუ ვინმეს სადმე გყავთ ნანახი დაგვიკავშირდით-577661314” – წერს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

“არაფერი მომხდარა ისეთი, რომ თავი დავხაროთ”- მამარდაშვილი

“ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დაბრუნდები წაგებული თამაშის შემდეგ და როგორ გააგრძელებ იმ ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდი” – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, უკრაინასთან გუშინ გამართული მატჩის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი და მოედანზე თამაში შეუძლებელი იყო. “რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ფეხბურთი იყო ეს, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ შრომა, მუშაობა და გამოვასწოროთ ის თამაში, რაც დღეს იყო. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იყო – სამწუხაროდ, მათ გაიტანეს გოლი და მათ გაიმარჯვეს.  რა თქმა უნდა, კარგი სერია…

მეტი...

“ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის”- ირაკლი კობახიძე

“ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის – ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას და აღნიშნა, რომ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების მიმართულებით ვერავითარი ხარვეზი ვერ დადგინდა. „ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რაც პრინციპში მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია -ეს არის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და ეს არის პოლარიზაცია მედიაში. ეს არის ერთადერთი სისტემური პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში და სწორედ ამ პოლარიზაციის დაძლევას ემსახურება…

მეტი...

„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ”- კობახიძე

„მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ოპოზიციას თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. მისივე განცხადებით, ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა. “ბრალდებულმა, გივი თარგამაძის თვალთავალის შესახებ დავალება მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო”- პრემიერი

მეტი...

“ბრალდებულმა, გივი თარგამაძის თვალთავალის შესახებ დავალება მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გუშინ გაკეთებულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც პრემიერმა განაცხადა, ბრალდებულმა აღიარა, რომ თარგამძის თავალთვალის შესახებ დავალება, მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო. პრემიერი ამბობს, რომ ეს ფაქტი გამოძიების დაინტერესების საგნად უნდა იქცეს. „ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დადასტურა, რომ 2016 წელს გივი თარგამაძის თვალთავალის შესახებ დავალება მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო. შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რაც საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი, უმძიმესი აქტი, რომელიც მაღალი ალბათობით. არჩევნებზე ზემოქმედევას…

მეტი...

“საწყის 30 წუთში აგრესიულობა დაგვაკლდა, თამაში სწორედ ამის გამო წავაგეთ”- სანიოლი

“საწყის 30 წუთში აგრესიულობა დაგვაკლდა, თამაში სწორედ ამის გამო წავაგეთ” – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე უკრაინასთან (0:1) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. „დღეს, საწყის 30 წუთში ინტენსიურობა და აგრესიულობა დაგვაკლდა. თამაში სწორედ ამის გამო წავაგეთ. ისეთი მობილიზებულები არ ვიყავით, როგორც წინა მატჩებში და ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. ეს კატასტროფა იყო. უკრაინა კი გაცილებით კონცენტრირებული იყო და ანგარიშში დაწინაურებაც დაიმსახურა. მთლიანობაში, ჩვენ უფრო მეტი საგოლე შანსი გვქონდა და ამიტომ ამ შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. თუმცა, თამაშის ასეთი დაწყებით წაგება გასაკვირი არ უნდა იყოს. ეს, შეიძლება ერთის მხრივ კარგიც იყო…

მეტი...

ტემპერატურა იკლებს-როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას საქართველოში

საქართველოში 12 ოქტომბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა-ზოგან წვიმაა. ღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება. თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა 24 გრადუსს მიაღწევს. მოსალოდნელია ნისლი. 13 ოქტომბრიდან ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. დღის მეორე ნახევრიდან ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

მეტი...

“არასოდეს მიგატოვებთ“-როგორ ამხნევებდნენ ქომაგები საქართველოს ნაკრებს (video)

საქარეთველოს საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა. მატჩი გუშინ პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართა და ანგარიშით-1:0 დასრულდა. დამარცხების მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრები ერთგულად ამხნევებდნენ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს. “არასოდეს მიგატოვებთ, არავის მივცემთ უფლებას, თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენონ. სულ ვიამაყებთ თქვენით”  

მეტი...

“უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ”-ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინომ ლომჯარია საქართველო-უკრაინის გუშინ გამართულ საფეხბურთო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლომჯარია   უკრაინის ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მათ ეს გამარჯვება სჭირდებოდა. “უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ. დამარცხება ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლოც იყოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის მოვემზადოთ”-წერს ნინო ლომჯარია. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა.

მეტი...

“მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას”- გერმანიის ელჩი

“მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს. „ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციაზე. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის”… მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც [ბუნდესტაგის] ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. გერმანიის მთავრობის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვირდემ, ვეიმარის განცხადება გააკეთა გუშინ. მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა „არა“-ს მისცა, ვინაიდან [რეზოლუციის] შექმნის მონაწილე არ იყო (ნორმალურია). მათ გასაგონად…

მეტი...

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა 3 ადამიანი.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით, მტერმა ზაპოროჟიეს შეუტია. კერძო საცხოვრებელ კორპუსებსა და სამრეწველო ფართებს დაარტყეს. დაშავდა 3 ადამიანი“ – წერს ივან ფედოროვი „ტელეგრამის“ არხზე. ასევე, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთ რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც საწყობებში ხანძარი გაჩნდა.    

მეტი...