“არაფერი მომხდარა ისეთი, რომ თავი დავხაროთ”- მამარდაშვილი

“ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დაბრუნდები წაგებული თამაშის შემდეგ და როგორ გააგრძელებ იმ ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდი” – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, უკრაინასთან გუშინ გამართული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი და მოედანზე თამაში შეუძლებელი იყო.

“რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ფეხბურთი იყო ეს, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ შრომა, მუშაობა და გამოვასწოროთ ის თამაში, რაც დღეს იყო. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იყო – სამწუხაროდ, მათ გაიტანეს გოლი და მათ გაიმარჯვეს.  რა თქმა უნდა, კარგი სერია გვქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დაბრუნდები წაგებული თამაშის შემდეგ და როგორ გააგრძელებ იმ ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდი.

არაფერი არ არის ისეთი, არაფერი მომხდარა ისეთი, რომ თავი დავხაროთ და არ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, პირიქით – თავი მაღლა უნდა ავწიოთ და შევინარჩუნოთ ერთიანობა, ხალხმა და ფეხბურთელებმა ერთად გავაგრძელოთ სვლა მიზნისკენ” – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

მსგავსი თემები