„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ”- კობახიძე

„მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ოპოზიციას თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. მისივე განცხადებით, ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა.

“ბრალდებულმა, გივი თარგამაძის თვალთავალის შესახებ დავალება მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო”- პრემიერი

მსგავსი თემები