“ჩვენი წარმატება უნდა გაგრძელდეს”- მამარდაშვილი

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მანამდე პრესკონფერენცია ჩაატარა ნაკრების მწვრთნელმა. ხვალინდელ მატჩზე ისაუბრეს ფეხბურთელებმაც. როგორც მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ამბობს, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება უნდა გაგრძელდეს. „ევროპოს ჩემპიონატის მერე მნიშვნელოვანი იყო როგორ გავაგრძელებდით იმ წარმატებულ სვლას, რაც გვქონდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი აზრით კარგად გავართვით თავი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს“- ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

მეტი...

“მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

“მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ტექნიკის დიდი დეფიციტი – ეს პირველია. და მეორე, ამაზეც ვისაუბრეთ, ეს არის შორი რადიუსის მოქმედების ზოგიერთი რაკეტის გამოყენების უფლება, შორი მანძილის დრონების წარმოება, რომლებიც დღეს არასაკმარისადაა” – განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მეთაურებთან რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განუხილავს. “ეს მოკავშირეებთან ჩვენი საუბრების თემა არ არის – ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტა – და ამაზე არ გვისაუბრია. ვნახე მედიაში რაღაც, რომ დღეს ბევრი ინფორმაცია იყო, რომ მოვედი რათა ცეცხლის…

მეტი...

ტეილორ სვიფტი ქარიშხლისგან დაზარალებულებს დაეხმარება (video)

მომღერალი ტეილორ სვიფტი, ქარიშხალ “მილტონისა” და “ჰელენისგან” დაზარალებულებს  $5 მილიონით დაეხმარება. მან თანხა ორგანიზაციაში – Feeding America ჩარიცხა. ქარიშხალი ფლორის შტატში კვლავ მძვინვარებს. შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი გასულ ღამეს დაატყდა თავს, მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია ან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  

მეტი...

მზადება ხვალინდელი მატჩისთვის (video)

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩამდე ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

მეტი...

“ყველგან უამრავი მხარდამჭერი გვყავს. სწორედ ესაა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე”- კაკაბაძე

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად პოზნანის „ენეა“ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე „კრაკოვიას“ ქართველი კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იმყოფებოდა. მან გუნდის მზადებასა და უკრაინისთან ერთა ლიგის მატჩზე ისაუბრა. „სავარაუდოდ, სტადიონი სავსე იქნება. ამ ბოლო დროს რაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ისაა, რომ გასვლით თამაშებზე ბევრი ქართველი ქომაგი დადის. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვთამაშობთ, ყველგან უამრავი მხარდამჭერი გვყავს. სწორედ ესაა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე. შევეცდებით, რომ დასახული მიზანი ბოლომდე მივიყვანოთ, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ და ისინი სახლში ბედნიერები გავუშვათ. როგორც იცით, პოზნანის სტადიონზე ბევრი თამაში მაქვს ჩატარებული. ახლაც, ფაქტობრივად, შეკრებაზე სახლიდან მოვედი და საამისოდ რამდენიმე…

მეტი...

მატარებლიდან, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა

სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლიდან ევაკუაცია განხორციელდა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. სარკინიგზო სადგურზე სახანძრო სამსახური გამოცხადდა. „სტრასბურგის სადგურზე, მატარებელში ტექნიკური ინციდენტი მოხდა”,- დაადასტურა ევროპარლამენტის პრესსამსახურმა. მათი თქმით, შესაბამისი სამსახურები კონტაქტში არიან კომპეტენტურ ორგანოებთან და ყველაფერს აკეთებენ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების ორგანიზებისთვის. დანიელმა ევროდეპუტატმა განაცხადა, რომ სადგურზე სიტუაცია „ქაოტური“ იყო. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მეტი...

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის პარლამენტის  ვებგვერდი ავრცელებს. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება. აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

მეტი...

“უცხოეთიდან ზურგგამაგრებული „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას“- ბიძინა ივანიშვილი

“უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას”-  განაცხადა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ “ნაცონალურ მოძრაობას” ერთიანობის ეშინია. “ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ სჭირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.  სწორედ ამ ერთიანობის ეშინია კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას“ ყველაზე მეტად, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან უკვე 12 წელია უშანსოდ მარცხდება, ხოლო 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება – ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“…

მეტი...

“ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა “- ივანიშვილი

“ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა – გახსოვთ რაც ხდებოდა? გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში?გახსოვთ როგორ ძალადობდნენ?“-განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება. “ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა – გახსოვთ რაც ხდებოდა? გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში?გახსოვთ როგორ ძალადობდნენ? – 3 000 პრობაციონერი ჰყავდა საქართველოს მხოლოდ. დღეს საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში, რამდენადაც ის არ ძალადობს…

მეტი...

ქარიშხალ „მილტონის“ შედეგები ფლორიდის შტატში (video)

ფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს, არის მსხვერპლი. Fox News-ის ინფორმაციით არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“. „მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“ – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა. ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი. ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.  

მეტი...

“კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე”- კალაძე

“კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე- „ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კალაძის განცხადებით, 2012 წლამდე რეჟიმს, რომელიც ძალადობაზე იყო დაფუძნებული,“დემოკრატიის შუქურად” აფასებდნენ დასავლეთში. “ისიც გვახსოვს, 2012 წლამდე რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები “დემოკრატიის შუქურას”. ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინაშე ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული, ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო…

მეტი...

“საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები”- “ვაიმერის სამკუთხედის” წევრი ქვეყნები

„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. “ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ. ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს. ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით,…

მეტი...

“ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს”- ცესკო

საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და 20-მდე ამომრჩევლის შესახებ ჯერ კიდევ…

მეტი...

“ჩვენი გუნდი უკრაინასთან თამაშისთვის მზად არის”- ვილი სანიოლი

უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა. „წარუმატებელი სერია არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება. უკრაინა საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, სადაც ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინონ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უკრაინასთან თამაშისთვის მზად არის. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით, რომელიც ისეთივეა, როგორც წინა თვეებში. იგივე ატმოსფეროა და სურვილი აქვთ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ. შესაძლოა, ფეხბურთში დამარცხდე, მაგრამ მთავარია, შენი შესაძლებლობები ბოლომდე აჩვენო, თამაში აკონტროლო და რესურსი…

მეტი...

ფლორიდის შტატში დატბორილ დასახლებულ პუნქტებს ნიანგები აფარებენ თავს

აშშ-ში ფლორიდის შტატში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად დატბორილ დასახლებულ პუნქტებს ნიანგები აფარებენ თავს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ უზარმაზარი ნიანგი მათ მანქანას დაესხა თავს, როდესაც ის ადიდებულ წყალში იძირებოდა. ველური ბუნების ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ცხოველები დასახლებულ ადგილებში გადადიან თავშესაფრის საძებნელად. ქარიშხლის შედეგად მიღებული სტრესის გამო კი შესაძლოა უფრო აგრესიულები გახდნენ. ექსპერტების განმარტებით, წყლის კალაპოტის აწევა ნიანგებს საშუალებას აძლევს აქამდე მიუწვდომელ და უცნობ ადგილებში გადავიდნენ. მათ შორის, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ისინი აქამდე არ ხვდებოდნენ. ქარიშხალი “მილტონი” ფლორის შტატში კვლავ მძვინვარებს. შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი გასულ ღამეს დაატყდა თავს, მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია ან…

მეტი...

,,გერმანია ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს” – შოლცი

,,გერმანია ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს” , – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. „ჩვენ ვაწვდიდით და მივაწვდით იარაღს ისრაელს. ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იარაღის მიწოდებას მომავალშიც უზრუნველყოფს“, – თქვა შოლცმა გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლის დროს. ცნობისთვის, შოლცის მთავრობა არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. გერმანელი ოპოზიციონერები ქვეყნის მთავრობას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის სათანადოდ ვერ უჭერს მხარს ისრაელს და იარაღის, აღჭურვილობის საექსპორტო ლიცენზიას დროულად არ გასცემს.

მეტი...

რიკოთზე სატვირთო ამობრუნდა

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს და წერს, რომ ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია: ,,არის საცობი ცოტა ხანი მოერიდეთ ამ გზაზე გასვლას”. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

სპეცოპერაცია გერმანიაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ – დაკავებულია 12 ადამიანი

ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისმა ქვეყნის მასშტაბით, ქართული ბანდის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 12 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ოთხშაბათს დილით ქალაქ როიტლინგენში, შტუტგარტში, ჰამბურგსა და ბერლინში ჩატარდა. ოფიცრებმა შენობები და სათავსოები გაჩხრიკეს. ამოღებულია მტკიცებულებები. ქვეყნის მასშტაბით განლაგებული იყო 200 დანაყოფი, მათგან 150 როიტლინგენში. ოპერაციაში ასევე ჩართულები იყვნენ ულმის მთავარი საბაჟო განყოფილების მებაჟეები. პოლიციის წარმომადგენლის ლუდვიგ ვალდინგერის თქმით ისინი იძიებენ ,,ტყუილ ბიზნესს”, რომელიც მასშტაბურ ქურდობებს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავეებს მოპარული საქონელი საქართველოში გადმოჰქონდათ. ქურდობაში კი რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მონაწილეობდა. დაკავებული 12 ადამიანიდან მთავარი ბრალდებული 54 წლის ქართველია, რომელიც საქართველოს…

მეტი...

,,ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს და ვინც მას მხარს უჭერს, არიან ის ძალები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური აგენტების სახით” – მეუფე სტეფანე

,,ეს ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს და რომელსაც ფაქტობრივად, ლეგიტიმურობა არ გააჩნია, თავს ამკვიდრებს არალეგიტიმურ მოქმედებებში და ვინც მას მხარს უჭერს, ვინც იმპიჩმენტს არ დაუჭირა მხარი, არიან ის ძალები, რომლებიც ლეგიტიმურად არ მოქმედებენ, ყველანაირად მოქმედებენ უცხოური აგენტების სახით, ანუ არ მოქმედებენ საქართველოს არჩევნების დამოკიდებულებით, არამედ, მოდიან ვიღაცების ინტერესების გატარებისთვის”, – აღნიშნულის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ გადატრიალება მოხდება და უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პარტიები მოვლენ ქვეყნის სათავეში, მათი პირველი დავალება იქნება გეი-აღლუმის ჩატარება, რაც საზოგადოების უმრავლესობის უკმაყოფილებას და ვითარების დაძაბვას გამოიწვევს. „ახლა…

მეტი...

ბათუმში კურიერს ავტობუსი დაეჯახა

ბათუმში კურიერს ავტობუსი დაეჯახა. „ტვ 25-ის“ ცნობით, შემთხვევა ახალ ბულვართან, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულია ერთი ადამიანი. სხვა დამატებით დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

„ქარიშხალი სანაპიროს მოადგა, თითქოს ინგრეოდა ყველაფერი“ – ფლორიდაში მყოფი ქართველი

აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. სტიქიისთვის შტატში რამდენიმე დღე ემზადებოდნენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა ბოლო წლების განმავლობაში. უცხოური მედიის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“. ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი. ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად…

მეტი...

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა. ახლა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით შეეძლებათ. აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო შესვლა 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთში სამუშაოდ ან სწავლის მიზნით ჩადიოდა. ახლა მათთვის შეზღუდვები მოხსნილია.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა. სახლის დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი კობახიძეს

,,უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ”, – განცხადებას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს და პრემიერ კობახიძის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია. გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი…

მეტი...

,,მდინარაძე ბოდავს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა” – გახარია

,,მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს”, – ასე პასუხობს გიორგი გახარია ,,ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის დღევანდელ განცხადებას და ამბობს, რომ ტექსტი ივანიშვილის დაწერილია. „მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი და ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე საუბარი კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დაწერილია, რომელსაც შიშები ამოძრავებს”, – თქვა გახარიამ. ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ ,,მოვლენათა ქრონოლოგია და გიორგი გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი…

მეტი...

,,თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთში მიესალმებიან ასეთ ნაბიჯს” – სერგეი შამბა

,,თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთში მიესალმებიან შერიგებისკენ პირველ ასეთ ნაბიჯს”, – აღნიშნული განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას ისეთ ფორმულირებებზე, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას. კერძოდ, ფორმულირება ,,ოკუპირებული ტერიტორიები”. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება”. მისი თქმით, აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია ,,საომარი მოქმედებების არ განახლება და აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა”. აფხაზეთის საოკუპაციო…

მეტი...

ხორვატიის სასაზღვრო პოლიციას თავშესაფრის მაძიებელთა ნივთების დაწვაში ადანაშაულებენ

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ხორვატიის სასაზღვრო პოლიცია, სავარაუდოდ წვავს ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონებსა და პასპორტებს, რომლებიც ჩამოართვეს თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას. შესაბამისი მტკიცებულებები ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ No Name Kitchen-მა წარადგინა. ორგანიზაციის ანგარიშში მოცემულია დამწვარი ნივთების ფოტოები, ასევე, პოლიციის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და ცემის მტკიცებულებები. No Name Kitchen-ის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი რვა დიდი ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა, სადაც ხორვატიის პოლიცია, სავარაუდოდ წვავს ადამიანების პირად ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში ჩასვლისას თავშესაფრის მოთხოვნის შესატანად. მედიის ცნობით, დამწვარი სმარტფონები ასევე შეიძლება შეიცავდეს ხორვატიის პოლიციის მხრიდან ძალადობის მტკიცებულებებს. „გარდიანის“ ინფორმაციით, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სამხრეთ…

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დებატები უკვე მოიგო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უარს აცხადებს კამალა ჰარისთან მეორე დებატებზე. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე მოიგო დებატების წინა ორი რაუნდი ჯო ბაიდენთან და კამალა ჰარისთან. „პირველი, რასაც მოკრივე აკეთებს ბრძოლის წაგების შემდეგ, ითხოვს რევანშს. ახლა უკვე ძალიან გვიანია, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო – არავითარი რევანში არ იქნება. გარდა ამისა, კამალამ გუშინ მკაფიოდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებულს არაფერს გააკეთებს, ამიტომ სადებატო არაფერია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ის გამოკითხვებშიც ლიდერობს და უპირატესობა ყოველდღიურად იზრდება. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელში აღნიშნული…

მეტი...

,,ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას” – მეუფე სტეფანე

,,უცხოელები გვეუბნებიან, რომ წამოგვყევით ჩვენ და თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ. თითებს უქნევენ, თქვენ ეს კანონი რომ მიიღეთ, ამის გამო დაისჯებით, ვერ შემოხვალთ ჩვენთან და ათას რაღაცას მიედ-მოედებიან. თვალნათლივ ჩანს, ისინი გვაიძულებენ, მოლაპარაკებებში რომ შემოვიდნენ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად სოდომური ცოდვის პროპაგანდას გზა უნდა გავუხსნათ საქართველოში”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ. მისი თქმით, ხელისუფლებაში დღეს მყოფი ძალა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე დგას. მეუფე სტეფანემ აღნიშნა ისიც, რომ გარკვეული ძალები აპირებენ გადატრიალების მოწყობას და იაქტიურებენ ან არჩევნების დღეს. „არის ერთი ძალა, რომელიც, მადლობა…

მეტი...

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

,,გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის ქალაქ ყაზანში 22-24 ოქტომბერს გასამართ BRICS-ის სამიტზე ჩასვლას აპირებს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, გუტერეშმა საკუთარი გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს განუცხადა. BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. განაცხადი გაწევრიანების შესახებ შეტანილი აქვთ თურქეთს, სირიასა და კუბას.

მეტი...

,,ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს” – ერმაკის პასუხი კობახიძეს

პრემიერ კობახიძის განცხადებას უკრაინის ომის კადრების გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ეხმაურება: ,,ვნახე ეს განცხადება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – წერს ერმაკი ტელეგრამ არხზე შეგახსენებთ, რომ კობახიძემ ,,იმედის” ეთერში თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში და მისი პარტიის წინასაარჩევნო ,,ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე”

მეტი...

ევროკავშირი მოლდოვას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

,,ევროკავშირი მოლდოვას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში სამუშაო ვიზიტის დროს. „ჩვენ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თქვენს ეკონომიკაში 1,8 მილიარდ ევროს ჩავდებთ. ჩვენ ამ ინვესტიციას მოვახმართ ისეთ სექტორებს, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასა და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვას პრეზიდენტთან მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა, მაგალითისთვის, მოხმარდება მოლდოვაში სკოლების რეაბილიტაციას, ქალაქებში ბელცი და კაჰული ორი ახალი საავადმყოფო აშენებას, კიშინიოვი-იაში-ოდესას დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესებას.

მეტი...

სროლა თემქაზე – არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა

თემქაზე, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ გადამოწმების მიზნით მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ ის მეორე მანქანას შეეჯახა, საკუთარი ავტომობილიდან გადმოვიდა და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა განახორციელეს. ინფორმაციას თემქაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ,,ფორმულა” ავრცელებს. არსებული ცნობით, მძღოლი პოლიციამ დააკავა. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. დაუდასტურებელი ცნობებით, საქმე სავარაუდო ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

მეტი...

VIDEO: დანგრეული სახლები და წყალში მოცურავე ავტომობილები, არიან გარდაცვლილები – ქარიშხალი ფლორიდაში

აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. სტიქიისთვის შტატში რამდენიმე დღე ემზადებოდნენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა ბოლო წლების განმავლობაში. უცხოური მედიის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“. „მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა. ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების…

მეტი...

ევროკავშირის საბჭო უკრაინას 35 მილიარდ ევროს კრედიტს გამოუყოფს

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თანხები „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში იქნა მოძიებული, რაც, თავის მხრივ, გაყინულ რუსულ აქტივების ხარჯზე მოხდა. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმიც დაამტკიცა, რომელიც უკრაინას 45 მილიარდი ევროს ოდენობის უკვე არსებული კრედიტის დაფარვაში დაეხმარება. ამ თანხის დაფარვაც გაყინული რუსული აქტივების მეშვეობით მოხდება. ევროკავშირი გეგმავს, რომ ახალი კრედიტი უკრაინისთვის ხელმისაწვდომი წელსვე გახდეს, ხოლო არსებული ვალის დაფარვა მაქსიმუმ 45 წლის მანძილზე მოხდეს.

მეტი...

არჩევნების გამო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შესასვლელი საგუშაგოები დაიკეტება. გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ,,პრეზიდენტი” ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. როგორც მისი პრესსამსახური განმარტავს, საზღვარი დაიკეტება „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით“.

მეტი...