“მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

“მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ტექნიკის დიდი დეფიციტი – ეს პირველია. და მეორე, ამაზეც ვისაუბრეთ, ეს არის შორი რადიუსის მოქმედების ზოგიერთი რაკეტის გამოყენების უფლება, შორი მანძილის დრონების წარმოება, რომლებიც დღეს არასაკმარისადაა” – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მეთაურებთან რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განუხილავს.

“ეს მოკავშირეებთან ჩვენი საუბრების თემა არ არის – ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტა – და ამაზე არ გვისაუბრია. ვნახე მედიაში რაღაც, რომ დღეს ბევრი ინფორმაცია იყო, რომ მოვედი რათა ცეცხლის შეწყვეტაზე ვისაუბრო. არა, არა, ეს ტყუილია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მარკონმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ზელენსკისთან “კვლავ ძალიან კარგი საუბარი” ჰქონდა და უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ საფრანგეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.

მსგავსი თემები