,,გერმანია ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს” – შოლცი

,,გერმანია ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს” , – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვაწვდიდით და მივაწვდით იარაღს ისრაელს. ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იარაღის მიწოდებას მომავალშიც უზრუნველყოფს“, – თქვა შოლცმა გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლის დროს.

ცნობისთვის, შოლცის მთავრობა არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. გერმანელი ოპოზიციონერები ქვეყნის მთავრობას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის სათანადოდ ვერ უჭერს მხარს ისრაელს და იარაღის, აღჭურვილობის საექსპორტო ლიცენზიას დროულად არ გასცემს.

მსგავსი თემები