ქარიშხალ „მილტონის“ შედეგები ფლორიდის შტატში (video)

ფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს, არის მსხვერპლი. Fox News-ის ინფორმაციით არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“.

„მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“ – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.

ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი. ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.

 

მსგავსი თემები