ირანი საჰაერო მიმოსვლას დროებით აჩერებს

ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ფრენები 24 საათით შეჩერდება. როგორც თეირანში განმარტეს, ეს ნაბიჯი „რეგიონში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა“ გადადგმული. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელზე ირანის სარაკეტო დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცეში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. რამდენიმე ავიაკომპანიამ შეცვალა მარშრუტები ან გააუქმა რეისები. მათ შორის არიან: Etihad Airways, Emirates Airlines, Qatar Airways, Flydubai. ავიაკომპანიებმა ერაყსა და ირანში ყველა რეისი გააუქმეს, ზოგიერთმა ასევე, ისრაელისა და იორდანიის მიმართულებითაც. ცნობისთვის, თეირანმა ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების ფონზე მიიღო. 1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, ისრაელის მიმართულებით დაახლოებით, 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.…

მეტი...

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა – თურქმენეთის, ერაყის, თურქეთის, ინდოეთის, ირანის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, იორდანიისა და პაკისტანის, ჯამში, 42 მოქალაქე. გაძევებულთა შორის არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. შინაგან…

მეტი...

ცნობილია, გურიაში მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, ე.წ. სამების ხიდთან დაღუპული სამი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. გიორგი ხაჯიბეგოვი, გოგა მეფარიშვილი და თომა ჟღენტი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპნენ. „გასკდა გული, სისხლი გამეყინა, მერამდენედ დავიტირო ჩემი მოსწავლე??? სულ რჩეული ვაჟკაცები. გოგა მეფარიშვილო, სულ ასეთი პატარა, თვალებში ჭინკებჩამდგარი, მუდამ მოუსვენარი ბიჭი დარჩები ჩემს მოგონებებში, სანამ სული მიდგას, სულ ემახსოვრები ირმა მასწავლებელს. მშვიდობით არა, ნახვამდის“ „ეს რა გაგვიკეთეთ ძმებო, ჯერ სად გეჩქარებოდათ. ეს რანაირად დავიჯერო“ „სუდარა გადაფარებული, ძაძებით შემოსილი, სისხლით და ცრემლებით გაჟღენთილია კვლავ ჩოხატაური!….დედის, მეუღლის, შვილების განწირული კივილი აპობდა ჩაბუდრბულ სიჩუმეს (და როგორია, ამ დროს უთხრა რაიმე სანუგეშო?!)…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არ გაიზიარა მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხებს. საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა. ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო…

მეტი...

„ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტებისგან“ – კამალა ჰარისი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის თქმით, ირანი ,,საშიში” და ,,დესტაბილიზაციის” ძალაა ახლო აღმოსავლეთში და ის მხარს უჭერს ბაიდენის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის გაცემულ ბრძანებას, ირანული რაკეტების ჩამოგდების თაობაზე. ,,ცალსახად ვგმობთ ამ თავდასხმას. ყველაფერს ცხადად ვხედავ. ირანი არის მადესტაბილიზირებელი საშიში ძალა ახლო აღმოსავლეთში და ისრაელზე თავდასხმა მხოლოდ ამის დასტურია. ირანი საფრთხეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, ასევე რეგიონში ამერიკელი პერსონალისთვის, ამერიკის ინტერესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მივესალმები პრეზიდენტი ბაიდენის ბრძანებას ამერიკელი სამხედროების მიმართ რეგიონში, რომ, აპრილის მსგავსად, ჩამოეგდოთ ირანული რაკეტები, რომლებიც ისრაელის მისამართით იქნა ნასროლი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ეფექტური იყო. აშშ არასოდეს დააყოვნებს…

მეტი...

საპატრულო პოლიცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე დღეს დილიდან არაერთი ზარი შევიდა. მოქალაქეების თქმით, მათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს. უწყება განმარტავს, რომ პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არანაირი შეტყობინება არ გაგზავნილა. ,,საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს. მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან…

მეტი...

,,ისრაელის შემდეგი სამიზნე თურქეთი იქნება, თუმცა, როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ნეთანიაჰუც იმავე გზით შეჩერდება” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის შემდეგი სამიზნე თურქეთი იქნება. მისი თქმით, ისრაელის სამხედრო ოპერაციები პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში შესაძლოა, მალე თურქეთზეც გავრცელდეს. „ლიბანის შემდეგ, ადგილი, რომელსაც ისრაელი თვალს დაადგამს, გეუბნებით პირდაპირ, იქნება ჩვენი სამშობლო. რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს, თურქეთი გააგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ დგომას და მოუწოდებს მსოფლიოს, დაიკავოს ეს ღირსეული პოზიცია“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისინი, ვინც მზარდ დაძაბულობაში ანკარას ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვდგავართ ოკუპაციის ქსელის წინაშე, რომელსაც მთელი რეგიონის ცეცხლში გახვევა სურს. ვისაც სინდისის ნატამალი მაინც აქვს, ვერ შეძლებს დუმილს ასეთი ხოცვა-ჟლეტის დროს. ისევე როგორც…

მეტი...

უბედური შემთხვევა სამხატვრო აკადემიაში – 14 წლის გოგო კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

სამხატვრო აკადემიაში 14 წლის მოზარდი, კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.  გავრცელებული ინფორმაციით,  წუხელ, გოგო შენობის მეათე სართულიდან გადმოვარდა. გამოძიება, 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

VIDEO: „ფული გადაიხადეთ და წახვალთ“ – როგორ სძალავდნენ ღამის კლუბების სტუმრებს დიდი ოდენობით თანხას

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნეს, დაკავებულია 15 ადამიანი. ,,ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ. იმ შემთხვევაში…

მეტი...

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი გაუუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი გაუუქმა. ,,არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ, გამოვიყენო დისკრეცია და “გამჭვირვალობა საქართველოს” და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციასა და ეკა გიგაურს დაევალათ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, გუშინ, გავრცელებულ ტექსტში ირაკლი კობახიძე წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონს, რადგან ფაქტია, რომ…

მეტი...

საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება: მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ქვეყნის მისამართზე საზღვარგარეთის რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად; იმ…

მეტი...

11 ოქტომბერს უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

11 ოქტომბერს უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება. „11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება – ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთებთ ღია ჩვენებას და დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ. ქართველ გულშემატკივარს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მოგვიანებით საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ ღია ჩვენებასთან დაკავშირებით“, –…

მეტი...

სასამართლომ დიეგო მარადონას სხეულის მავზოლეუმში გადასვენების ნებართვა გასცა

არგენტინის ქალაქ სან ისიდროს სასამართლომ დიეგო მარადონას სხეულის მავზოლეუმში გადასვენების ნებართვა გასცა. ეს ინფორმაცია გაზეთმა Clarin-მა გაავრცელა. აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის სხეულს ბელა ვისტას კერძო (დახურული) სასაფლაოდან მავზოლეუმში გადაასვენებენ, რომელიც ბუენოს აირესის ცენტრში შენდება. მავზოლეუმის აგება შედის პროექტ „მემორიალ 10“-ში, რომელიც ფეხბურთელს ეძღვნება. პროექტის თანახმად, მავზოლეუმი მნახველებისთვის ღია იქნება. „ეს ადგილი გაცილებით უხიფათოა, ვიდრე ამჟამინდელი. არგენტინელ ხალხს და მსოფლიოს მოქალაქეებს შეეძლებათ პატივი მოაგონ თავიანთ კერპს“, – ასეთი არგუმენტი მოჰყავთ მარადონას შვილებს.

მეტი...

ისრაელში, ტერაქტის დროს გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა ბიჭია

ისრაელში, ტერაქტის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული. ქართველი ემიგრანტები წერენ, რომ ტერაქტს ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა, რომელიც ტურისტი იყო. ოჯახმა კი, რადგან არ იცის მის სახელს და გვარს არ ასაჯაროებენ. ,,სახელს და გვარს არ ვწერ იმის გამო რომ საქართველოში ოჯახი ჰყავს დაა ჯერ არ ვიცით იქ რა იციან”, ,,რა ბიჭი იყო, გუშინ ვნახე და დღეს აღარ არის”, – წერენ ემიგრანტები.  

მეტი...

,,თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, ემუქრებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ” – შსს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნეს, დაკავებულია 15 ადამიანი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ,,ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს…

მეტი...

,,ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გუშინ ღამით, ირანის მიერ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ ირანმა ,,დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის”. ,,ეს დარტყმა ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა. ვინც ჩვენ თავს დაგვესხმება, ჩვენ მას დავესხმებით,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ,,არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის”. ასევე, ისრაელის პრემიერმინისტრმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელმაც ირანი გააფრთხილა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას ,,მძიმე შედეგები” მოჰყვებოდა. ,,ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროები აქტიურად უჭერდნენ მხარს ისრაელის დაცვას. არ შეცდეთ, შეერთებული შტატები სრულად, სრულად და…

მეტი...

,,უკრაინა იბრძვის ყველასთვის, მთლიანად ევროპისთვის, მათ შორის ჩვენთვის” – სალომე ზურაბიშვილი

,,ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის – მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ,,ეს მომენტი გარდამტეხია მსოფლიოსთვის, კიდევ უფრო ევროპისა და საქართველოსთვის. ევროპის შუაგულში უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია მიმდინარეობს, ომი უკრაინის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა…

მეტი...

ჩინურ დაზვერვასთან თანამშრომლობის ბრალდებით, აეროპორტის თანამშრომელი დააპატიმრეს

ლაიფციგში, ჩინურ დაზვერვასთან თანამშრომლობის ბრალდებით ქალი დააპატიმრეს. მედიის ცნობით, დაკავებული ეროვნებით ჩინელია. ის ჩინეთს ლაიფციგის/ჰალის აეროპორტის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, რომელიც გერმანიის თავდაცვის ინდუსტრიის საკვანძო სატრანსპორტო წერტილია. გერმანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ 38 წლის ქალი აეროპორტში, ლოჯისტიკური სერვისების მიმწოდებელ კომპანიაში მუშაობდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა არაერთხელ გაუგზავნა ჩინეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს ინფორმაცია ფრენების, მგზავრებისა და სამხედრო ტვირთის გადაზიდვის დეტალების შესახებ. ცნობისთვის, ლაიფციგის/ჰალის აეროპორტი ითვლება თავდაცვის ექსპორტის მნიშვნელოვან ცენტრად, განსაკუთრებით უკრაინის მიმართულებით.

მეტი...

სავაჭრო ცენტრის საბავშვო სივრცეში თავდასხმის შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, სავაჭრო ცენტრის საბავშვო სივრცეში თავდასხმის შედეგად, 3 არასრულწლოვანი დაშავდა. ქალაქის პოლიციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ოფიცრებს ოერლიკონის რაიონში, ქალაქის ჩრდილოეთით, თავდასხმის შესახებ შეატყობინეს. მამაკაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს. პოლიცია თავდასხმის მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობს. მათი თქმით, დამატებითი ინფორმაცია ცოტა ხანში გამოქვეყნდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციის ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

მეტი...

,,ერთი გარე აქტორი აგრძელებს თქვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას, ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20% და მაინც ვინ არის ბოროტმოქმედი?” – იან კელი კალაძეს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი X-ზე ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ 12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ,,სიცრუეს და ბოროტებას უარი უთხრა”. ,,თქვენ საუბრობთ თქვენს მეგობრებზე დასავლეთში. ვამაყობდი, რომ ასე გიწოდებდით. ერთ გარე აქტორს ეს არასოდეს უთქვამს, ის აგრძელებს თქვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას, თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც ვინ არის ბოროტმოქმედი?”, – წერს იან კელი.

მეტი...

,,თუ საქართველოში არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ზომების მიღებას გავაგრძელებთ” – კარპენტერი

,,თუ საქართველოში არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ზომების მიღებას გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. ეს განცხადება მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ,,რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა აკეთებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან 180 გრადუსით დაშორებაა. თუ ისინი გააგრძელებენ ამ გზას – სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევას, უცხოელ აგენტებზე კანონის აღსრულებას და თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ევროკავშირსა და NATO-ში მალე არ შევლენ და ჩვენ განვაგრძობთ ზომების მიღებას, რომლებიც გვაქვს ჩვენი სავიზო პოლიტიკისა და…

მეტი...

საელჩო მუშაობს გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს – საგარეო ისრაელში დაღუპულ მოქალაქეზე

ისრაელში, შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს: ,,ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას”, –  ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ისრაელში, შეიარაღებული თავდასხმისას დაშავდა, გარდაიცვალა

ისრაელში, შეიარაღებული თავდასხმისას დაშავებული ქართველი გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაღუპულის ვინაობას არ აკონკრეტებენ. ამ დროისთვის, უცნობია ისიც, როდის დაიწყება გადმოსვენების პროცედურები.

მეტი...

თელ-ავივში ტერორისტებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია 8 ადამიანი

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ვრცელდება შემთხვევის ამსახველი მასალა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რკინიგზის სადგურზე მყოფ ადამიანს ესვრის.

მეტი...

თბილისის 5 ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 14 ადამიანი

თბილისში, გვიან ღამით, 5 კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებულია 14 ადამიანი, რომლებიც ძალადობრივი მეთოდებით, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, თანხებს სძალავდნენ. „დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. გაგრძელდება დაკავებები. გამოძიების პროცესში შეიძლება კიდევ გამოიკვეთოს ახალი ფიგურანტები. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს”, – განაცხადა კუპატაძემ.

მეტი...