შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, სავაჭრო ცენტრის საბავშვო სივრცეში თავდასხმის შედეგად, 3 არასრულწლოვანი დაშავდა. ქალაქის პოლიციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ოფიცრებს ოერლიკონის რაიონში, ქალაქის ჩრდილოეთით, თავდასხმის შესახებ შეატყობინეს.
მამაკაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს.
პოლიცია თავდასხმის მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობს. მათი თქმით, დამატებითი ინფორმაცია ცოტა ხანში გამოქვეყნდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციის ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდებოდა.