ჩინურ დაზვერვასთან თანამშრომლობის ბრალდებით, აეროპორტის თანამშრომელი დააპატიმრეს

ლაიფციგში, ჩინურ დაზვერვასთან თანამშრომლობის ბრალდებით ქალი დააპატიმრეს. მედიის ცნობით, დაკავებული ეროვნებით ჩინელია. ის ჩინეთს ლაიფციგის/ჰალის აეროპორტის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, რომელიც გერმანიის თავდაცვის ინდუსტრიის საკვანძო სატრანსპორტო წერტილია.

გერმანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ 38 წლის ქალი აეროპორტში, ლოჯისტიკური სერვისების მიმწოდებელ კომპანიაში მუშაობდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა არაერთხელ გაუგზავნა ჩინეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს ინფორმაცია ფრენების, მგზავრებისა და სამხედრო ტვირთის გადაზიდვის დეტალების შესახებ.

ცნობისთვის, ლაიფციგის/ჰალის აეროპორტი ითვლება თავდაცვის ექსპორტის მნიშვნელოვან ცენტრად, განსაკუთრებით უკრაინის მიმართულებით.

მსგავსი თემები