,,თუ გადადგამენ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას დაინახავს ყველა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოება არსებობს, მისი წარმომადგენლები კი უპრინციპო ადამიანები არიან. როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა, ყველა მოაზროვნე ადამიანი ხედავს, თუ რა მოცემულობაა საქართველოში და აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირება არავის სურს. „ცხადია, რომ ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოება არსებობს. თავი დავანებოთ კონკრეტულ პარტიებს. მაგალითისთვის მომყავს ხაზარაძე და ელისაშვილი – ერთმანეთს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს პირდაპირ ეთერში, მაგრამ დაავალეს, უთხრეს, თითი დაუქნიეს, რომ უნდა გაერთიანდნენ. უპრინციპო ადამიანები არიან, თავმოყვარეობა საერთოდ არ გააჩნიათ. ვიღაც ჩაწერეს საარჩევნო სიაში და საერთოდ არ უთხრეს, რომ წერდნენ. იყო რამდენიმე…

მეტი...

მარნეულში, ერთ-ერთი ბიზნესმენის მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს

მარნეულში, ერთ-ერთი ბიზნესმენის მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს. მაღაზიაში სამშენებლო მასალები იყიდება. დაშავებული არავინაა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ტაილანდში სკოლის ავტობუსი დაიწვა – დაღუპულია 25 ადამიანი

ტაილანდში სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა. ბანგკოკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია 16 მოსწავლე და სამი მასწავლებელი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პაეტონგტარნ შინავატრას ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ნატო-ს ახალმა გენ.მდივანმა 3 პრიორიტეტი დაასახელა

იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა. ნატო-ს დღეიდან ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. რუტემ ის სამი მიმართულება დაასახელა, რომელიც მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება: ძლიერი ნატო-ს შენარჩუნება და ეფექტური თავდაცვისუნარიანობა; უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოება; პარტნიორობის გაძლიერება ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს ღირებულებებს იზიარებენ;

მეტი...

ცნობილი კალათბურთელი გარდაიცვალა

ლეგენდარული კონგოელი კალათბურთელი, NBA-ს ვარსკვლავი დიკემბე მუტომბო 58 წლისა გარდაიცვალა. BBC-ს ცნობით, მას თავის ტვინის კიბო ჰქონდა. მუტომბო დაავადებას 2022 წლიდან ებრძოდა. მუტომბომ NBA-ში 18 სეზონი ჩაატარა, თამაშობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „დენვერ ნაგეთსი“, „ატლანტა ჰოუქსი“, „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“, „ნიუ-იორკ ჯეთსი“, „ნიუ-იორკ ნიქსი“ და „ჰიუსტონ როქეთსი“. ის ბლოკ-შოტებისა და დამცავი თამაშის დიდოსტატად ითვლებოდა. ოთხჯერ გახდა NBA-ს საუკეთესო მცველი, არაერთხელ უთამაშია ყველა ვარსკვლავის მატჩში. 2015 წელს მუტომბო NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს.

მეტი...

PHOTO: სილამაზის კონკურსში 81 წლის ქალმა მიიღო მონაწილეობა

81 წლის მოდელი ჩოი სუნ ჰვამ სილამაზის კონკურს „მის სამხრეთ კორეას“ უხუცესი მონაწილე გახდა. AP-ის ცნობით, სეულში გამართული კონკურსის ფინალში ის მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოდელებს შეეჯიბრა. ჯვამ ტიტული ვერ მოიგო, თუმცა გაიმარჯვა ნომინაციაში „ყველაზე კარგად ჩაცმული კონკურსანტი“. ჩოი საავადმყოფოში მუშაობდა, მოდელობა კი 70 წლის ასაკში დაიწყო. „ამ ასაკშიც კი გამოვიჩინე სიმამაცე და გამოწვევაზე უარი არ ვთქვი. მინდა ხალხმა შემომხედოს და გაიაზროს, რომ შესაძლებელია იცხოვრო ჯანსაღად და სიცოცხლისგან სიამოვნება მიიღო, მაშინ, როდესაც პოულობ იმას, რისი კეთებაც გინდა და საკუთარ თავს შენივე ოცნებების ასრულებისთვის გამოწვევებს უწყობ“, – განაცხადა ჰვამ. მის სამხრეთ კორეად…

მეტი...

„როცა სამყარომ შანსი მისცა, ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დამსგავსებოდა, უფალმა მაშინ წაიყვანა“ – ტრაგიკულად დაღუპულ ქალს გლოვობენ

ბლოგერი შოთო სიხარულიძე თელავში, ტრაგიკულად დაღუპულ ტიკტოკერ მარიზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს: „მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. ადამიანი პოზიტივი, ადამიანი კეთილი. ტიკტოკზე პოპულარული ჩვენი თელაველი მარი, მშვიდად განისვენე მარიკო, ყველას უყვარდი. როგორ მეწყინა. .ყველაზე ალალი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე თბილი ადამიანი, მართლა გული დამწყდა და გული მეტკინა, საყვარელო გოგო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. წავიდა და გადაინაცვლა მარადიულობაში და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს. სამყარომ როცა შანსი მისცა, კეთილი ადამიანების დახმარებით, თავისი ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დამსგავსებოდა, სწორედ მაშინ წაიყვანა უფალმა. ყველა იცნობთ, ჩვენს საყვარელ მარიკოს,“ – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

ტყიბულში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარზე მეტს აღწევს

ნახევარ მილიონ ლარზე მეტს აღწევს ტყიბულში, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალი. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში 23 საცხორებელი სახლი, მათ შორის 15 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზებიც, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. სრულმასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოები მუნიციპალიტეტეში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მეტი...

მერაბ დვალიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივარს მიმართავს. ,,მოგესალმებით მეგობრებო. 1 ოქტომბერს მოვდივარ ჩემს მშობლიურ ვანში. მინდოდა ჩემს ოჯახში ერთად გვეზეიმა UFC ქამრის მოგება, მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო, ამჯერად ეს ვერ მოხერხდება. მცირე დროით, გულშემატკივარს შევხვდები სოფელ სულორის ცენტრში 12:00 საათზე“, – წერს მერაბ დვალიშვილი.

მეტი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტებისა და პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველ იმ პირებს, რომლებიც გამოცდას 5 ან 6 ოქტომბერს აბარებენ, საშუალება ექნებათ 2 ოქტომბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტები შეძლებენ ყოველგვარი შეფასების გარეშე ვარჯიშს და გაეცნობიან თავად სისტემას. დეტალურად:  მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია 2024 წლის 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი. დეტალურად:“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, სკოლის გაჭიანურებულ მშენებლობას აპროტესტებენ

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, სკოლის გაჭიანურებული მშენებლობა გააპროტესტეს. დასახლებაში სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. ადგილობრივების თქმით, დაპირება არ შესრულდა და მეტიც, უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, ნახევრად აშენებული სკოლა დაანგრიეს და მშენებლობის პროცესი ხელმეორედ დაიწყეს. დასახლების ბავშვები კი განათლებას მოშორებით მდებარე სკოლებში და ისიც მეორე სმენაში იღებენ, ეს კი როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის რიგ პრობლემებს ქმნის. ახლა სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენ ენ ჯგუფი” აწარმოებს, სამუშაოების დასრულების ვადად კი მომავალი წლის 25 სექტემბერია მითითებული.

მეტი...

იაპონიის პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა

იაპონიის ორპალატიანმა პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა, რითაც მას თავისი მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურად წარდგენისთვის გზა გაუხსნა. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. შიგერუ იშიბა 67 წლისაა და წარსულში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სწორედ მისი პრემიერობით ჩატარდება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 27 ოქტომბერს. შეგახსენებთ, რომ ფუმიო კიშიდა და მისი მინისტრთა კაბინეტი დღეს დილით გადადგა.

მეტი...

სუპერმარკეტზე თავდასხმისას 3 ადამიანი მოკლეს

შანხაიში, სუპერმარკეტ Walmart-ში ცივი იარაღით თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ  შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სავაჭრო ცენტრ Songjiang-ში, ორშაბათს ღამით მოხდა. პოლიციის ცნობით, მიყენებული დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანარჩენ დაშავებულებს კი ,,საშიში ჭრილობები არ აღენიშნებათ” და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩინეთის პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მათ 37 წლის კაცი, გვარად ლინი დააკავეს.

მეტი...

6 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში ცხოველების მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მოახდინონ

6 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) ცხოველების მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შეთავაზებული მომსახურების ფარგლებში, საკუთარი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მოახდინონ. აღნიშნული მომსახურებით სარგელობისას მეპატრონე იხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს – 19 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით) ხოლო რეგისტრაცია უფასოა. აუცილებელია, რომ რეგისტრაციისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას! იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი. ასევე, სავალდებულოა, რომ შემდეგ ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი…

მეტი...

,,რატომ უყვება ივანიშვილი ქართველებს სხვა ამბავს?” – აშშ-ის საელჩოს პასუხი ივანიშვილს

აშშ-ს საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ბიძინა ივანიშვილისა და ,,კრედიტ სუისის” სასამართლო დავასთან დაკავშირებით წერს და შეკითხვას სვამს: ,,ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?”, – წერს დიპლომატიური უწყება.

მეტი...

დღეიდან ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრი მარკ რუტე დღეიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. თანამდებობის გადაცემის ცერემონია დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. ,,ამ ისტორიულ დღეს ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მივესალმებით”, – ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში. სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას მხარი 26 ივნისს დაუჭირა.

მეტი...

,,რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნებას და არ გაიყვანს ჯარებს” – ზატულინი

,,რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას და ჯარებს არ გაიყვანს რეგიონებიდან”, – აცხადებს დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი. „იგულისხმება თუ არა დაახლოებაში რუსული ჯარების გაყვანა? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საქმე იმაშია, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის…

მეტი...

იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა და მისი მთავრობა გადადგა

იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა და მისი მინისტრთა კაბინეტი გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  ფუმიო კიშიდამ მთავრობის ბოლო სხდომაზე მინისტრებს მადლობა გადაუხადა და ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებაზე, თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებასა და ბავშვების აღზრდაზე. ცნობისთვის, ფუმიო კიშიდამ იაპონიის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ის ქვეყნის მთავრობას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. დღეს, მოგვიანებით, იაპონიის პარლამენტის ორივე პალატა ახალი პრემიერმინისტრის არჩევას უყრის კენჭს. იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს ჩატარდება.

მეტი...

VIDEO: ვრცელდება ტიკტოკერი მარის უკანასკნელი კადრები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ტიკტოკერის, მარის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მსუბუქი ავტომობილის მძღოლი შეეჯახა, შემთხვევის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. მარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილი ქალის უკანასკნელი კადრები მის მეგობარს დინა ნაწიფაშვილს აქვს გამოქვეყნებული. ვიდეო შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული. @dinanawifashvili7 მარიკო💚💚 ♬ ავყვები წერას – Georgian Music  

მეტი...

,,ზომბი ქარიშხალმა” მექსიკაში სულ მცირე 15 ადამიანი იმსხვერპლა

მექსიკაში ქარიშხალი ,,ჯონის” შედეგად, რომელსაც მეტეოროლოგებმა ,,ზომბი ქარიშხალი” უწოდეს, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი ადასტურებს. ცნობილია, რომ ძლიერმა წვიმებმა და მეწყრულმა პროცესებმა დასახლებული პუნქტები გაანადგურა. მესამე კატეგორიის ქარიშხალი ქვეყანას ერთი კვირის წინ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კურორტ აკაპულკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით დაატყდა თავს. შემდეგ ის დასუსტდა და გერეროს შტატის მთებზე გაიფანტა. მოგვიანებით წყნარი ოკეანის წყლებზე მან ძალა კვლავ მოიკრიბა და მექსიკის სანაპიროსკენ დაიძრა. სწორედ ამის გამო უწოდეს მას მეტეოროლოგებმა ,,ზომბი ქარიშხალი”.

მეტი...

ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვს

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვს. გამოცემა Reuters-ის ცნობით, 58 წლის რაიან რუთი წაყენებულ ხუთ ფედერალურ ბრალდებას არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ითხოვს. ცნობისთვის, რაინ რუთი 15 სექტემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სროლა მოხდა. შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

მეტი...

,,მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას გაეროს წესდება და ძირითადი პრინციპები” – G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდაჭერა უკრაინას

მოსკოვის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების უკანონო ანექსიიდან ორი წლის შემდეგ, დიდი ქვეყნების შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „როგორც ჩვენ ვიხსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიის რეგიონების ნაწილის უკანონო ანექსიიდან ორ წელს, ასევე ჩვენ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში. შვიდეულის მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი არასოდეს…

მეტი...

რუსეთში დამოუკიდებელი მედია DOXA-ს ყოფილ რედაქტორს დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ, ტერორიზმის გამართლების ბრალდებით, DOXA-ს ყოფილ რედაქტორ მარია მენშიკოვას დაუსწრებლად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მენშიკოვა გაასამართლეს 2022 წელს სოციალურ პლატფორმა Vkontakte-ში დაწერილი ორი პოსტისთვის. თითოეული პოსტისთვის მენშიკოვას 3.5 წელი, ჯამში კი 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. პოსტებში ჟურნალისტი საზოგადოებას სთავაზობდა წერილი მიეწერათ პოლიტპატიმრებისთვის, სამი მათგანი სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდებაში იყო მსჯავრდებული, სამი კი ბელარუსის ერთ-ერთ ქალაქში რკინიგზის სადგურის კაბინეტისთვის ცეცხლის წაკიდებაში. მენშიკოვა ამჟამად რუსეთში არ ცხოვრობს. იანვარში დამოუკიდებელი მედიასაშუალება DOXA ,,არასასურველ ორგანიზაციად” დასახელდა.

მეტი...

ე.წ. ,,მახოს ხიდზე” 5 დღით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო პირველი ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში ანგისას ქუჩა ე.წ. ,,მახოს ხიდზე” ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის 01 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ანგისას ქუჩა- ე.წ. “მახოს ხიდი”) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა. დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს…

მეტი...

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, პელოპონესზე, აღმოსავლეთ კორინთიაში ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე, დაშავდა ორი მეხანძრე. ადგილობრივი მედია წერს, რომ ხანძარი გუშინ გაჩნდა და ამ დრომდე გრძელდება. როგორც ირკვევა, სტიქია უკონტროლოა, რადგან მისი პროვოცირება ქარმა გამოიწვია. ამ დროისთვის, ხანძრის სიმძლავრე 8 ნიშნულით ფასდება. ხანძარი 32 კილომეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია 350 მეხანძრე-მაშველი, 110 სახანძრო მანქანა და 18 ვერტმფრენი. სტიქიის ზონას დღეს რეგიონებიდან 13 დამატებითი მანქანა შეუერთდა. ხელისუფლებამ ნახევარი სოფლის ევაკუაციის ბრძანება უკვე გასცა.

მეტი...

,,უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა, რომ რუსული სამიზნეების მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელოს” – მილერი

,,უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა, რომ რუსული სამიზნეების მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელოს”, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა შეკითხვას, ექნება თუ არა უკრაინას უფლება, განახორციელოს საპასუხო დარტყმები. ,,მათ შეუძლიათ გამოიყენონ მათივე წარმოებული იარაღი, რაც ბევრია, და ასევე იარაღი, რომელიც ჩვენ მივეცით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”, – განაცხადა მილერმა.

მეტი...

რუსეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი ავრცელებს და წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კამჩატკის რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ისრაელმა ლიბანში მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო

ისრაელმა ლიბანში, ,,ჰეზბოლას” წინააღმდეგ, მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო. როგორც ცნობილია, ისრაელმა ჩრდილოეთის სამი თემი ,,დახურულ სამხედრო ზონად” გამოაცხადა. პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ შეერთებულ შტატებს ლიბანში რამდენიმე ოპერაციის, მათ შორის სახმელეთო ოპერაციების შესახებ აცნობა. აქვე, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელს ,,ჰეზბოლასგან” თავდაცვის უფლება აქვს.

მეტი...