სუპერმარკეტზე თავდასხმისას 3 ადამიანი მოკლეს

შანხაიში, სუპერმარკეტ Walmart-ში ცივი იარაღით თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ  შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სავაჭრო ცენტრ Songjiang-ში, ორშაბათს ღამით მოხდა.

პოლიციის ცნობით, მიყენებული დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანარჩენ დაშავებულებს კი ,,საშიში ჭრილობები არ აღენიშნებათ” და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩინეთის პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მათ 37 წლის კაცი, გვარად ლინი დააკავეს.

მსგავსი თემები