ტაილანდში სკოლის ავტობუსი დაიწვა – დაღუპულია 25 ადამიანი

ტაილანდში სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა. ბანგკოკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია 16 მოსწავლე და სამი მასწავლებელი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პაეტონგტარნ შინავატრას ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები