ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოპოვებას ორი ქართველი ეცდება

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – ბაჩანა ბოლქვაძე (73 კგ) და კოტე კაპანაძე (81 კგ) იბრძოლებს. წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 13 სექტემბერს, ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ისრაელის წარმომადგენელ ერან ფიქსს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა. 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.

მეტი...

“თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა. მედვედევის განცხადებით, ჯერჯერობით მოსკოვი მოთმინებას იჩენს, თუმცა ის შეიძლება ამოიწუროს. „რას ფიქრობენ დასავლელი უფროსები და მათი ომში გართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის რეაქციაზე „ტერიტორიის სიღრმეში“ შესაძლო სარაკეტო დარტყმებზე? აი რას: რუსები ბევრს საუბრობენ მასობრივი განადგურების იარაღით პასუხის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ „სიტყვიერი ინტერვენციებია“. რუსები ზღვარს არ გადაკვეთენ. ისინი უბრალოდ გვაშინებენ. ბირთვული კონფლიქტი მათთვის არაფრის მომცემია, მათ შეიძლება უფრო მეტი დაკარგონ, მათ შორის გლობალური სამხრეთის მხარდაჭერა. და საერთოდ, ვის…

მეტი...

“რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს”- პეტრიაშვილი

ლაშა ბექაურის მსგავსად, ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გენო პეტრიაშვილი  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დაწერა. „ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – წერს გენო პეტრიაშვილი.

მეტი...

„პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“- ბაიდენი

„პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დროს განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ ომის მუქარაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინზე ბევრს არ ფიქრობს. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა ახლო აღმოსავლეთის ომიც, სადაც მნიშვნელოვანია ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონს და ლონდონს შორის მოლაპარაკებები ასევე ეხება ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონს, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი გახდება. თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა,…

მეტი...

ჯუჯა ჰიპოპოტამმა ვიზიტორების რიცხვი გააორმაგა

ტაილანდში, პატარა ჰიპოპოტამმა უამრავი ადამიანის გული მოიგო. ზოოპარკის ხელმძღვანელობის ცნობით, მას შემდეგ, რაც ივლისში პატარა ჰიპო დაიბადა, ვიზიტორების რიცხვი გაორმაგდა. გულშემატკივრების ნაწილი ხანდახან ცუდადაც იქცევა – როცა პატარა ჰიპოს სძინავს, გასაღვიძებლად კენჭებს ესვრიან და წყალს ასხამენ. ზოოპარკმა გადაწყვიტა შესაბამისი ზომები მიეღო – დაამონტაჟა სათვალთვალო კამერები და ყველას, რომელიც პატარა ჰიპოს ცუდად მოექცევა, სამართლებრივად დასჯა ელის. Moo Deng-ი ჯუჯა ჰიპოპოტამების ჯიშს მიეკუთვნება და კლასიფიცირებულია, როგორც “გადაშენების პირას მყოფი”.

მეტი...

აშშ-მა რუსულ პროპაგანდისტულ მედია ჯგუფს Russia Today-ის სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია ჯგუფის Russia Today-ის სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე დაუწესდა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, დიმიტრი კისილიოვს. დასანქცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა საჯაროდ დაადანაშაულა კომპანია რუსული დაზვერვისთვის მუშაობასა და უკრაინაში რუსული არმიის დასაფინანსებლად თანხების შეგროვებაში. მედია ჰოლდინგ Russia Today-ში ასევე შედის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” და სააგენტო Sputnik. სანქციები ასევე შეეხება კრემლის პროპაგანდისტულ ტელე-არხს RT და ANO EURASIA, რომელიც საზღვარგარეთ რუსული „კულტურული დიპლომატიის“ გავრცელებით არის დაკავებული.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის მიერ გაშვებული 76 „შაჰედის“ დრონიდან 72 ჩამოაგდეს

უკრაინის ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 76 „შაჰედის“ დრონიდან 72 ჩამოაგდეს. უკრაინული მხარის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები კურსკიდან, იეისკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. საჰაერო თავდაცვა ღამით მუშაობდა კიევის, ოდესის, ხარკოვის, პოლტავის, სუმისა და სხვა ოლქებში. საჰაერო ძალების ცნობით, მოწინააღმდეგის ორი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთში დაბრუნდა, ორის ადგილმდებარეობა კი უკრაინაში დაკარგეს. „ჩვენ გვჭირდება მეტი შესაძლებლობა საჰაერო ფარის, საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე დარტყმების გასაძლიერებლად, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. ვმუშაობთ ამაზე უკრაინის ყველა პარტნიორთან“ – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამარხში.

მეტი...

“მაიმუნის ყვავილის” ვაქცინა დაამტკიცეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილის” ვაქცინა დაამტკიცა. Bavarian Nordic-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა, მაგრამ ჯანმო-მ ასევე განაცხადა, რომ ის „შეიძლება გამოყენებულ იქნას არადანიშნულებისამებრ“ ჩვილებსა და ბავშვებში, ასევე ორსულებსა და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, როდესაც სარგებელი აღემატება პოტენციური რისკები. ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას.

მეტი...

SpaceX-ის მისიამ კოსმოსის ისეთ ნაწილში იმოგზაურა, სადაც ადამიანები ნახევარი საუკუნეა აღარ ყოფილან

SpaceX-ის მისიამ Polaris Dawn-მა კოსმოსის ისეთ ნაწილში იმოგზაურა, სადაც ადამიანები ნახევარი საუკუნეა აღარ ყოფილან. ოთხკაციანი ეკიპაჟი კოსმოსური კაფსულ Dragon-ით ორბიტაზე დედამიწის ზედაპირიდან 700 კმ სიმაღლეზე გავიდა. სკაფანდრებში ჟანგბადის მიმოქცევის დაწყების შემდეგ მისიის ხელმძღვანელმა კაფსულის ლუქი გააღო და მგზავრებს კოსმოსიდან დედამიწის დანახვის შესაძლებლობა მიეცათ. კერძო ეკიპაჟი 10 სექტემბერს, ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა.

მეტი...

“რუსულ ოცნებას და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიას, იმოძრავებს 25-30%-ის ფარგლებში”- სააკაშვილი

“რუსულ ოცნებასა და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიაზე ჩემი პროგნოზი ემთხვევა ზურაბიშვილისას და ის 25-30%-ის ფარგლებში იმოძრავებს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ  “ნაციონალური მოძრაობის” კოალიციის პოპულარობა ყოველ ჯერზე იმატებს.  „როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალური მოძრაობის კოალიციის პოპულარობა ყოველ ჯერზე იმატებს, თან იმ პირობებში, რომ ჩვენი მომხრეების დიდი ნაწილი ერიდება არჩევნებამდე თავის სიმპატიის ღიად გაცხადებას, რაც პირიქითაა ოცნების შემთხვევაში, უფრო მეტი ამბობს, რომ აძლევს ხმას, ვიდრე რეალურად მისცემს. რაც შეეხება რუსულ ოცნებას და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიას, ჩემი პროგნოზი მთლიანობაში ემთხვევა სალომე ზურაბიშვილისას,…

მეტი...

„ბუდუ შეუჩერებელია“- ზივზივაძემ ანალიტიკოსებისგან საუკეთესო შეფასება მიიღო

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა 6 გოლით დავაში ლიდერობს. ზივზივაძემ კიდევ ერთი დუბლი შეასრულა და „შალკეს” კარი ორჯერ აიღო. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა საკუთარ გუნდს გერმანიაში ახალი გამარჯვება მოუტანა. ბუდუს თამაში ფეხბურთის ანალიტიკოსებმა უკვეე შეაფასეს, როგორც მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო.  ბუდუ შეუჩერებელია – წერს მედია ეროვნული ნაკრების  ფეხბურთელზე. ამ მომენტისთვის, გერმანული კარლსრუე 13 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

მეტი...

„არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები, რასაც ჩვენი ოჯახების წევრები იღებენ“- გენო პეტრიაშვილი

“არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახების წევრები იღებენ” – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერმა, გენო პეტრიაშვილმა „ქართული ოცნების“ სიაში დასახელების შემდეგ მის მიმართ დაწყებულ ბულინგზე საუბრისას განაცხადა. პეტრიაშვილის თქმით, ბულინგი გულთან ახლოს არ მიაქვს და პატიობს. „არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახების წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ…

მეტი...

„აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები, ორივე ეწინააღმდეგება სიცოცხლეს“- რომის პაპი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლებმა არჩევანი ორ ბოროტებას შორის ნაკლებზე უნდა გააკეთონ. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცახდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სიცოცხლის საწინააღმდეგო პოლიტიკას აწარმოებს. „ორივე ეწინააღმდეგება სიცოცხლეს, ის, ვინც აძევებს მიგრანტებს და ის, ვინც კლავს ბავშვებს. ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები. ვინ არის ორ ბოროტებას შორის უმცირესი? ეს ქალბატონი თუ ეს ბატონი? არ ვიცი. ყველამ, ვისაც სინდისი აქვს, უნდა იფიქროს ამაზე და გააკეთოს ეს. მიგრანტების გაგზავნა, მათი დატოვება, სადაც გინდა, მიტოვება, ეს რაღაც საშინელებაა, ბოროტებაა. დედის მუცლიდან ბავშვის გამოყვანა, მკვლელობაა, რადგან სიცოცხლეა. ამ…

მეტი...

“ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხმამაღალი სიტყვებით არ უნდა ითამაშოს“- ჯოზეფ ბორელი

ანტისემიტიზმში დადანაშაულების შემდეგ ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ხმამაღალი სიტყვებით არ უნდა ითამაშოს“. „ისტორიაში, სამწუხაროდ, იყო მაგალითები, რას ნიშნავს, იყო ანტისემიტი და არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვითამაშოთ ხმამაღალი სიტყვებით, რომლებსაც ისტორიაში ტრაგიკული განზომილება ჰქონდათ“– აღნიშნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა. ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისრაელ კაცმა ჯოზეფ ბორელი გააკრიტიკა ესპანეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის გამო, რომელიც, ისრაელის მედიის მტკიცებით, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ისახავდა მიზნად.

მეტი...