კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. სალომე არდოტელმა ჯაიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
,,გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება”, – განაცხადა არდოტელმა.