გავიცნოთ უძველესი ქალაქი სუჯი (VIDEO)

სუჯი უძველესი ქალაქია, დამალული ძვირფასი ქვა ლეშანში, სიჩუანში, ჩინეთში. Suji Ancient Town,  a hidden gem in Leshan, Sichuan, China.  

მეტი...

,,ევროკავშირმა უნდა აანაზღაუროს უნგრეთის მიერ საზღვრის დაცვისთვის გაწეული ხარჯები, გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია” – ვიქტორ ორბანი

,,ევროკავშირმა უნდა აანაზღაუროს უნგრეთის მიერ საზღვრის დაცვისთვის გაწეული ხარჯები”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკომისიამ უნდა აანაზღაუროს უნგრეთის უზარმაზარი ხარჯები, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის საზღვრის არალეგალური მიგრაციისგან დასაცავად გაიღო. „უნგრეთს უნდა აუნაზღაურდეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რაც საზღვრის დაცვა დაგვიჯდა. ისინი გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – განაცხადა ორბანმა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და მის მიმართ გამოყენებული პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. ცნობისთვის, აგვისტოში მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მესამე პრეზიდენტი ამ პერიოდში ისედაც ,,ვივამედში” გადიოდა მკურნალობას და პატიმრობაში იმყოფებოდა. ადვოკატების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ხელყოფს ქვეყნის მთავარი კანონით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს. ,,ეს არის არა მხოლოდ დაუსაბუთებელი და შეკვეთილი გადაწყვეტილება, არამედ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. შესაბამისად ჩვენ მოვამზადეთ კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და მე-9 მუხლთან მიმართებაში, რომ მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება არღვევს პირის თავისუფლების…

მეტი...

,,ახლა უკვე შიდა ქართლის სხვა სოფლებში დაიწყეს ოკუპაცია, მოსახლეობას პატრონი არ ჰყავს” – ხურვალეთის მკვიდრი

რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე სამხედრო ინფრასტრუქტურას ანახლებენ. რუსმა სამხედროებმა ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გორის და ქარელის მორიგ სოფლებში გაავლეს და რკინის ძელები აღმართე. ჩვეულებისამებრ, შემდეგ ნაბიჯს მავთულხლართების გავლება წარმოადგენს. ამ ფონზე ადგილობრივ მოსახლეობას დაუცველობის შეგრძნება და საფრთხის მოლოდინი აქვს. ,,ახლა უკვე შიდა ქართლის სხვა სოფლებში დაიწყეს ოკუპაცია და მიწების მიტაცება, რომელზეც საერთოდ ხმას არ იღებს ხელისუფლება. არაფერს აკეთებს სახელმწიფო. ეს ერგნეთის შეხვედრები შეხვედრებისთვისაა. გატაცებული ჩვენი ხალხი ისევ ცხინვალის ციხეში რჩება. გატაცებები მიდის, ,,ლეკიანობაა” საქართველოში და საქართველოს მოსახლეობას პატრონი არ ჰყავს”, – აცხადებს ხურვალეთის მკვიდრი ლუდა სალია. უსაფრთხოების ექსპერტებს და…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერის აღსრულების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერის აღსრულების საკითხი განიხილეს. მსჯელობა კიევში, ხანის ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რამდენიმე რუსი ოფიციალური პირის, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერები გასცა.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ არ შევყვებით” – პრემიერი

,,სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, მან არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მისი მხრიდან მუდმივად არის კინკლაობაში შეყვანის მცდელობა. „ჩვენ მოვიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ჩვენს ოლიმპიელებს და იქ მოსვლაზე მან თქვა უარი. რატომ არ დაუსვით მას კითხვა, რატომ არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს. საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, ვინც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში. რატომ არ დაუსვით ეს კითხვა სალომე ზურაბიშვილს. მან მას შემდეგ…

მეტი...

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში კიდევ ერთ ჯილდოზეა წარდგენილი

7 ოქტომბერს ავსტრიის ბუნდესლიგის ტრადიციული ღონისძიება „ბრუნო“ (ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის, ბრუნო პეცაის სახელობის დაჯილდოება) გაიმართება, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე ოთარ კიტეიშვილია წარდგენილი. ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი. სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე, კიტეიშვილის გარდა, გრაცის „შტურმის“ კიდევ ორი მოთამაშეა წარდგენილი ჯონ გორენც-სტანკოვიჩი და ალექსანდრ პრასი, რომელიც ზაფხულში „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა. გამოკითხვა ავსტრიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (VDF) ჩაატარა, „ბრუნოს“ გამარჯვებულები 7 ოქტომბერს ვენის „მარქს ჰოლში“ გამოვლინდებიან. სეზონის საუკეთესო ლეგიონერის ჯილდოზე კონრად ლეიმერი, მარსელ ზაბიცერი და ქსავერ შლაგერი არიან წარდგენილი. ცნობისთვის, ოთარ კიტეიშვილი უკვე დაასახელეს ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო „ტრანსფერმარკტმა“…

მეტი...

,,პირველ რიგში ჩემს საქმიანობას დააკვირდით, როცა საქმე ეხება კორუფციის შემცირებას საქართველოში” – პრემიერი

,,მე მაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების სამეულში დაიკავოს ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ვინც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. „ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება, გამოიკვლიოს ნებისმიერი ფაქტი, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს პარტიების არალეგალურ დაფინანსებას და აქ იკვეთება რეალურად არჩევნების არალეგალური დაფინანსების ნიშნები, თუმცა ამას დაადგენს საბოლოოდ შესაბამისი სამსახური. რაც შეეხება სხვა მიმართულებით ამ ბიუროს მუშაობას, ახალი შექმნილია ეს ბიურო და კითხვები ბიუროს მიმართ უნდა დაისვას ყველა საკითხთან დაკავშირებით. კორუფციასთან ბრძოლას რაც შეეხება, მე…

მეტი...

,,ეს არჩევნები გახლავთ გარდამტეხი მომენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის და არჩევანი მათზეა” – კარპენტერი

,,ეს არჩევნები გახლავთ გარდამტეხი მომენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის და არჩევანი მათზეა”, – ამბობს ,,გლობალ ნიუსთან” ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწე და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი. ,,ცხადია, ,,უცხოური აგენტების კანონი” ბევრად უფრო ჰგავს რუსული ,,საგარეო აგენტების შესახებ” კანონმდებლობას, ვიდრე დასავლური ქვეყნის ნებისმიერ კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ, რა კურსს აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა შეაფასოს საკუთარი ხელისუფლება კრიტერიუმებით, რამდენად განაგრძობს დემოკრატიული ნორმებით სვლას, თუ მიჰყვება კურსს, რომელიც რუსეთმა განახორციელა. ჩვენ ვნახეთ რუსეთში ქმედებები, რაც შემდეგ გაფართოვდა მის საზღვრებს…

მეტი...

,,ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა მისცენ იარაღი, რომელიც მას რუსეთზე გამარჯვებისთვის სჭირდება” – ლემი

,,ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა მისცენ იარაღი, რომელიც მას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ომში ,,გამარჯვებისთვის”, გადამწყვეტი ზამთრის საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა. ,,ჩვენც აქ ვართ, რა თქმა უნდა, იმ დროს, როცა აშკარად ჩანს, რომ რუსეთი თავის მეგობარ ირანთან ერთად ესკალაციას ახორციელებს და ბალისტიკური რაკეტების პარტიას იღებს. ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც გამოყენებული იქნება ზამთარში, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და რაც სიცოცხლის ფასი დაჯდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ სტრატეგიისთვის, იმის გასაგებად, თუ როგორ შეგვიძლია უკრაინელები მოგების პოზიციაზე დავაყენოთ და რა არის…

მეტი...

,,ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული პოლიტიკიდან” – პრემიერი

,,რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან, მგონი ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში და მათი დაპირებაც სწორედ ეს არის.

მეტი...

,,მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე” – პრემიერი

,,როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ. „რეალურად, მთავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის სწორედ ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე და ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე. როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა…

მეტი...

,,2030 წლისთვის შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მონაცემების განულებას” – პრემიერი

,,სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა – ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე – სიღარიბის განულება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. „უკვე შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ჩვენი თანამოქალაქეების 11,8%, რაც ნიშნავს იმას, რომ 440 ათასი არის მაჩვენებელი. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე 680 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. თუმცა, ჩვენთვის რა თქმა…

მეტი...

Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული თვითმფრინავმშენებელი კომპანიის Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. თანამშრომლებმა გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც რამდენიმე კვირის წინ, აგვისტოში კომპანიის ახალ გენერალურ დირექტორად კელი ორტბერგი დაინიშნა. კომპანიამ ის Boeing-ის მიმართ ნდობის აღსადგენად დანიშნა. იანვარში Boeing 737 MAX ტიპის ერთ-ერთ თვითმფრინავს ფრენის დროს კარების პანელი მოსწყდა. გაფიცვას მემანქანეებისა და აეროკოსმოსურ სფეროში მომუშავე მუშების საერთაშორისო ასოციაციის 96% დაუჭირა მხარი, ხოლო 94,6% Boeing-თან ახალი შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც Reuters-ი იუწყება, შეთანხმება, რომლის წინააღმდეგაც Boeing-ის თანამშრომლები წავიდნენ, გულისხმობს კომპანიაში დასაქმებულების ხელფასის 25% ზრდას და ბონუსს 3 ათასი დოლარის ოდენობით ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში. გარდა…

მეტი...

არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებდა და თანხას სძალავდა – დაკავებულია 18 წლის ბიჭი

დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც 17 წლის კლასელ გოგოს ჯერ ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა, შემდეგ კი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები მივიდნენ. არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, 18 წლის ბიჭს ხელბორკილები საკუთარ ბინაში დაადეს.

მეტი...

მოსკოვმა ექვს ბრიტანელ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმა

მოსკოვმა ექვს ბრიტანელ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმა. ,,ინტერფაქსი” რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატებს ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. რუსეთის მტკიცებით, დოკუმენტებით დასტურდება ლონდონის კოორდინაცია მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციის შესახებ, ხოლო მთავარი სტრუქტურა, რომელიც კოორდინაციას უწევდა დივერსიულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასა და დსთ-ში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატი იყო. რუსეთის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას: ,,გამოვლენილი ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ დირექციის მეშვეობით მოსკოვში გაგზავნილი ბრიტანელი დიპლომატების საქმიანობა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას საფრთხის შემცველად მივიჩნიოთ”. დიპლომატების ვინაობა არ დასახლებულა.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს. მანამდე რუსების კონტრშეტევის დაწყების შესახებ მხოლოდ არაოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კურსკში მოვლენები „უკრაინული გეგმის“ მიხედვით ვითარდება. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღადგინა კონტროლი“ ათ დასახლებულ პუნქტზე, რომლებიც ადრე უკრაინის არმიამ დაიკავა. წინა დღეს უკრაინულმა პროექტმა „დიფსთეითმა“ დაწერა, რომ კურსკის ოლქში რუსეთის არმიის შეტევითი მოქმედებების დროს რუსულმა ჯარებმა შეძლეს ჯავშანტექნიკის გადაყვანა მდინარე სეიმზე და რეგიონის უფრო პატარა მდინარეებზე. კურსკთან რუსეთის არმიის კონტრშეტევის შესახებ რუსული პრო-სამხედრო ტელეგრამ არხებიც იტყობინებოდნენ. გარდა ამისა, ინფორმაცია ათი დასახლებული პუნქტის „გაწმენდისა…

მეტი...

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. „12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მეტი...

,,ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით, არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება” – სენატორი კარდინი

,,ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით. არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა სენატში გამრთულ მოსმენაზე ისაუბრა. ,,ჩვენ უფრო სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ამას უფრო მკაფიოდ განვაცხადებთ, როდესაც მივიღებთ კანონმდებლობას, რომლის ავტორები არიან სენატორი რიში და სენატორი შაჰინი”, – განაცხადა სენატორმა კარდინმა.

მეტი...

,,ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს რუსეთთან, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება” – სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა, ვაშინგტონში მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას, სადაც დაგეგმილია ჯო ბაიდენთან შეხვედრა უკრაინის ომის სტრატეგიის განსახილველად, უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა პუტინის სიტყვებზე, რომ უკრაინისთვის უფლების მიცემა, რომ შორი დისტანციის მოქმედების დასავლური იარაღი რუსეთის შიგნით სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს, ნატო-ს ქვეყნების ომში პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს. ბრიტანეთი, როგორც თავად სტარმერმა აღნიშნა წარსულში, შესაძლებლად მიიჩნევს მის მიერ მიწოდებული ფრთოსანი რაკეტების Storm Shadow-ის გამოყენებას სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. თუმცა, ეს რაკეტები შეიცავს ამერიკულ კომპონენტებს და, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ გააცნობიერა, რომ ვაშინგტონი მათ გამოყენებას სარისკოდ მიიჩნევს და გადაწყვიტა…

მეტი...

პროკურატურის ცნობით, საქართველოს თურქეთისგან ბესარიონ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებული გადმოეცა

ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ,,ფარიდ გურბანოვი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. დადგენილია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს „ჰონდას“ მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც…

მეტი...

უკრაინელი ჰაკერები ФСБ-თან დაკავშირებულ ცენტრს თავს დაესხნენ და 1,5 მლნ ციფრული ხელმოწერა მოიპოვეს

უკრაინელი ჰაკერები ФСБ-თან დაკავშირებულ ცენტრს თავს დაესხნენ და 1,5 მილიონი ციფრული ხელმოწერა მოიპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გატეხილია ფედერალური სერტიფიცირების ცენტრის სერვერები, რომელთა ცენტრებიც რუსეთის 60-ზე მეტ რეგიონშია წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, უკრაინელი ჰაკერები აანონსებენ თავიანთ განზრახვას, გაყიდონ ციფრული ხელმოწერები, შემოსული რესურსი კი შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად გაგზავნონ. რუსულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ უკრაინელების მიერ მოპოვებული მასალა მაკომპრომატირებელი არ არის.

მეტი...

,,დასავლეთის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინაში კონფლიქტის არსს ცვლის” – პუტინი

,,დასავლეთის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინაში კონფლიქტის არსს ცვლის”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჟურნალისტებთან ამბობს. მისი თქმით, NATO-ს ქვეყნები ახლა კიევის მიერ დასავლური შორი მოქმედების იარაღის შესაძლო გამოყენებას არა მხოლოდ განიხილავენ, არამედ წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა კონფლიქტში. ,,არსებითად ამ სარაკეტო სისტემებში საფრენი დავალებების შეტანა მხოლოდ ნატოს ქვეყნების სამხედრო პერსონალს შეუძლია”, – თქვა პუტინმა და დაამატა ,,რუსეთი იძულებული იქნება, ამგვარად წარმოქმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები”.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივარს მადლობას უხდის. „სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში“, – წერს ფეხბურთელი.

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის სოციალურ ქსელ Truthsocial-ში დაწერა. მისი თქმით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მან დამაჯერებლად გაიმარჯვა კამალა ჰარისთან გამართულ პირველ დებატებში. „გამოკითხვები ნათლად აჩვენებს, რომ მე მოვიგე დებატები კამალა ჰარისის წინააღმდეგ და მან მაშინვე მოითხოვა მეორე დებატები. ჰარისმა და თაღლითმა ჯომ გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა, მილიონობით კრიმინალი შემოდის შეერთებულ შტატებში, ინფლაციამ გააკოტრა ჩვენი საშუალო კლასი. ეს ყველამ იცის და კამალასა და ჯოს მიერ გამოწვეული ყველა სხვა პრობლემა – ეს დეტალურად განვიხილე ჯოსთან პირველი დებატების დროს და ჰარისთან მეორე…

მეტი...