,,ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს რუსეთთან, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება” – სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა, ვაშინგტონში მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას, სადაც დაგეგმილია ჯო ბაიდენთან შეხვედრა უკრაინის ომის სტრატეგიის განსახილველად, უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა პუტინის სიტყვებზე, რომ უკრაინისთვის უფლების მიცემა, რომ შორი დისტანციის მოქმედების დასავლური იარაღი რუსეთის შიგნით სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს, ნატო-ს ქვეყნების ომში პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს.

ბრიტანეთი, როგორც თავად სტარმერმა აღნიშნა წარსულში, შესაძლებლად მიიჩნევს მის მიერ მიწოდებული ფრთოსანი რაკეტების Storm Shadow-ის გამოყენებას სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. თუმცა, ეს რაკეტები შეიცავს ამერიკულ კომპონენტებს და, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ გააცნობიერა, რომ ვაშინგტონი მათ გამოყენებას სარისკოდ მიიჩნევს და გადაწყვიტა არ დაეხია თავისი მთავარი მოკავშირის პოზიციიდან.

“ჩვენ არ ვეძებთ რაიმე კონფლიქტს რუსეთთან, ჩვენ არ გვაქვს ასეთი განზრახვები. მაგრამ მათ დაიწყეს ეს კონფლიქტი და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება”, – თქვა სტარმერმა.

მისი თქმით, მოკავშირეები აძლევენ უკრაინას შესაძლებლობებს თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან და “ცხადია, რომ საჭიროა შემდგომი დისკუსია ამ შესაძლებლობების ბუნებასთან დაკავშირებით”.

 

მსგავსი თემები