,,დასავლეთის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინაში კონფლიქტის არსს ცვლის”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჟურნალისტებთან ამბობს.
მისი თქმით, NATO-ს ქვეყნები ახლა კიევის მიერ დასავლური შორი მოქმედების იარაღის შესაძლო გამოყენებას არა მხოლოდ განიხილავენ, არამედ წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა კონფლიქტში.
,,არსებითად ამ სარაკეტო სისტემებში საფრენი დავალებების შეტანა მხოლოდ ნატოს ქვეყნების სამხედრო პერსონალს შეუძლია”, – თქვა პუტინმა და დაამატა ,,რუსეთი იძულებული იქნება, ამგვარად წარმოქმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები”.