,,ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა მისცენ იარაღი, რომელიც მას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ომში ,,გამარჯვებისთვის”, გადამწყვეტი ზამთრის საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.
,,ჩვენც აქ ვართ, რა თქმა უნდა, იმ დროს, როცა აშკარად ჩანს, რომ რუსეთი თავის მეგობარ ირანთან ერთად ესკალაციას ახორციელებს და ბალისტიკური რაკეტების პარტიას იღებს. ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც გამოყენებული იქნება ზამთარში, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და რაც სიცოცხლის ფასი დაჯდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ სტრატეგიისთვის, იმის გასაგებად, თუ როგორ შეგვიძლია უკრაინელები მოგების პოზიციაზე დავაყენოთ და რა არის საჭირო”, – თქვა დევიდ ლემიმ.