უკრაინელი ჰაკერები ФСБ-თან დაკავშირებულ ცენტრს თავს დაესხნენ და 1,5 მლნ ციფრული ხელმოწერა მოიპოვეს

უკრაინელი ჰაკერები ФСБ-თან დაკავშირებულ ცენტრს თავს დაესხნენ და 1,5 მილიონი ციფრული ხელმოწერა მოიპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გატეხილია ფედერალური სერტიფიცირების ცენტრის სერვერები, რომელთა ცენტრებიც რუსეთის 60-ზე მეტ რეგიონშია წარმოდგენილი.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელი ჰაკერები აანონსებენ თავიანთ განზრახვას, გაყიდონ ციფრული ხელმოწერები, შემოსული რესურსი კი შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად გაგზავნონ. რუსულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ უკრაინელების მიერ მოპოვებული მასალა მაკომპრომატირებელი არ არის.

მსგავსი თემები