გასულ თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ თვეში, უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა – ირანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ინდოეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ავსტრალიის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, და რუსეთის ფედერაციის ჯამში 33 მოქალაქე”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

თურქეთში ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს დაესხნენ თავს

თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის 15 წევრი, ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხა. იზმირის გუბერნატორის ცნობით, „თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წევრები, კონაკის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ ამერიკელ ჯარისკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტს კიდევ 5 ამერიკელი ჯარისკაცი შეესწრო, რომლებიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ. სიტუაციაში პოლიციის ჩარევის შედეგად, 15-ვე თავდამსხმელი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტი, თურქეთში შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ახლა უსაფრთხოდ არიან.

მეტი...

,,საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა, პუტინია ერთადერთი ვინც ომს იწყებს და აგრძელებს” – ვოლკერი

,,საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა, პუტინია ერთადერთი ვინც ომს იწყებს და აგრძელებს”, – ამბობს NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი თბილისში  მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე. ,,ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ის, თუ რა ეტაპზეა ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები ახლა. ახლა გვაქვს მდგომარეობა რომ საქართველოს მთავრობა უწყვეტად ესხმის თავს შეერთებულ შტატებს და დისტანცირდება შტატებისგან. ეს ჩემი აზრით, უფრო მეტად საშინაო ნარატივის ნაწილია, რომელსაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებენ. ძალიან სულელური განცხადებაა თითქოს ამერიკას საქართველოში ომი უნდა. საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა, ეს პარტია არ არსებობს. ომი პუტინის გარდა არავის უნდა, თუ ომის დასრულება გინდათ, მაშინ…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს

დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს. შესაბამისი განცხადება თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ გააკეთა. მისი თქმით, ლონდონმა გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო, რომელმაც იარაღის საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოყენების საფრთხე გამოავლინა. ლემიმ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეეხება 350-დან 30 ლიცენზიას. მინისტრმა დააზუსტა, რომ ბრიტანეთი კვლავ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი. ლონდონის გადაწყვეტილება იმ ფონზე გახდა ცნობილი, როდესაც დასავლური ქვეყნები მოუწოდებენ ისრაელის ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად დადოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ.

მეტი...

ზელენსკი და ბაიდენი ერთმანეთს მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში შეხვდებიან. ჟურნალ The Economist-ის მტკიცებით, ეს კიევისთვის უკანასკნელი შანსი იქნება, რათა დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მან ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნას. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ ჯერ არ აპირებს უკრაინის ჯარისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას. გაეროს გენერალური ასამბლეა 10 სექტემბერს გაიხსნება. ბაიდენს გამოსვლა 24 სექტემბერს აქვს დაგეგმილი, 25 სექტემბერს კი ზელენსკის.

მეტი...

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია გაიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია გაიხსნა. პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში, ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, რითაც პარლამენტის წევრებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. პარლამენტი დაგეგმილი სესიების ფარგლებში ,,ამნისტიის პროექტის“, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტისა და ,,პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს.

მეტი...

ვინ არიან ძმები, რომლებსაც 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის წამებით მკვლელობაში ედებათ ბრალი

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. გამოძიების ვერსიით, ღვინიაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და ხელით გაგუდეს. ადგილობრივებმა დასახმარებლად სასწრაფო დახმარება იმ დროს გამოიძახეს, როდესაც სავარაუდო თავდამსხმელები ჯერ კიდევ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძახებაზე მისულ სამედიცინო ჯგუფს ნიკა ღვინიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ნიკა ღვინიაშვილსა და ძმებ გუჯა და ემზარ მედოშვილებს შორის, სუფრაზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება. ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ…

მეტი...

,,ბიძინა და EU-ში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან” – იუკნევიჩიენე

,,ბიძინა და EU-ში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან, არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მსჯელობა უვიზოს შეჩერებაზე”, – თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, რომელიც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე ,,გარდამტეხი წელი” იმყოფება. ,,ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ღიად უნდა ვთქვა: ბიძინა და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან. დებიძინიზაციის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და ვიცი მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო დაფუძნებული დამსახურებაზე. ეს იყო უფრო ქართველი ხალხის წახალისება, რომ ისინი არ უნდა დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელონ. მე არ ვიცი, ამაზე უფრო როგორ უნდა გართულდეს სიტუაცია…

მეტი...

პარიზის პარალიმპიადაზე დღეს ორი ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს

3 სექტემბერს პარიზის პარალიმპიადაზე ორი ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს. 15:00 საათიდან ნინო თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, A კატეგორია. 15:00 საათიდან ირმა ხეცურიანი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, B კატეგორია. ამ დროისთვის, პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ორი მედალი აქვს. 29 აგვისტოს სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ კი ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა.

მეტი...

საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 70-ე ეტაპი იწყება. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულების გარდა). რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

უკავშირდებოდა 10-დან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგოს – დაკავებულია 32 წლის მამაკაცი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. ასევე აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს,…

მეტი...

,,იმედი მაქვს აშშ დააწესებს პერსონალურ სანქციებს, მინდა EU-მაც მიიღოს ანალოგიური ზომები” – კრამერი

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი კიდევ ერთხელ ეხმაურება ,,ოცნებისა” და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს ,,გლობალურ ომის პარტიაზე” და იმეორებს, რომ ,,თუ გლობალური ომის პარტია მართლაც არსებობს, მაშინ მისი შტაბ-ბინა არის მოსკოვში და არა ვაშინგტონში”. კრამერს, რომელიც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება ჰკითხეს გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციებს ამ კანონის ფარგლებში შექმნილ რეესტრში რეგისტრაციის ვადა ამოეწურათ და მათმა უმრავლესობამ რეგისტრაციაზე უარი თქვა. ,,თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ისინი არ გამოიყენებენ ამ კანონს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის განსახორციელებლად, განსაკუთრებით არჩევნებამდე როცა ორი თვეა დარჩენილი. ჩვენ ამ სიტუაციას დავაკვირდებით…

მეტი...

29 სექტემბრიდან საქართველო-ესპანეთს შორის მართვის მოწმობების გადაცვლა იქნება შესაძლებელი

29 სექტემბრიდან საქართველო-ესპანეთს შორის მართვის მოწმობების გადაცვლა იქნება შესაძლებელი. შსს-ს ინფორმაციით, შეთანხმების დეტალებსა და ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ,,შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას. კერძოდ, AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E,…

მეტი...

,,ომს უცხადებს ჩვენს პარტნიორებს და საკუთარ მოსახლეობას” – ზურაბიშვილი ივანიშვილზე

,,ომს უცხადებს ჩვენს პარტნიორებს და საკუთარ მოსახლეობას”, – ასე მიმართა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის ,,გარდამტეხი წელი” მონაწილეებს, რომლებსაც ის ორბელიანების სასახლეში შეხვდა. ,,როცა გვაქვს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ…

მეტი...

ფინეთის მთავრობა აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

ფინეთის მთავრობა აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. გამონაკლისის სახით, შეზღუდვა არ შეეხებათ ორმაგ მოქალაქეებს და რუსებს, რომლებსაც ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მუდმივი საცხოვრებელი აქვთ. ,,რეგულაციები მიზნად ისახავს ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენის თავიდან აცილებას”, – თქვა ჰაკანენმა პრესკონფერენციაზე.

მეტი...

აშშ-მა ახალი რუსული ატომური იარაღის განლაგების სავარაუდო ადგილს მიაგნო – Reuters

შეერთებულმა შტატებმა ახალი რუსული ატომური იარაღის, ფრთოსანი რაკეტებისა და 9M370 Burevestnik-ის განლაგების სავარაუდო ადგილს მიაგნო. ამის შესახებ Reuters ორ ამერიკელ მკვლევარზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მკვლევრებმა ახალი რაკეტების განლაგების ადგილს Planet Labs-ის მიერ 26 ივლისს გადაღებული სურათების გამოყენებით მიაგნეს. ობიექტი მოსკოვის ჩრდილოეთით, დაახლოებით 475 კილომეტრში მდებარეობს.

მეტი...

,,გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია” – ლეიენი

,,გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენიმ სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი „დემოკრატიების საზოგადოებაა“ და შესაბამისად, საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ. ,,მინდა, რომ გაფართოების შესახებ ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რომ მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია. ჩვენ ვისწრაფვით ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპისკენ, რომელიც დასავლეთ ბალკანეთს მოიცავს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას და…

მეტი...

,,აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა” – CNN

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა. CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაადგინეს, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევითაა შეძენილი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მადურო თვითმფრინავით ოფიციალური ვიზიტების დროს სარგებლობდა. CNN-ის ცნობითვე, Dassault Falcon 900EX დაახლოებით 13 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ,,ეს მკაფიო გზავნილია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ვერავინ აარიდებს თავს აშშ-ის სანქციებს”, – აცხადებენ ოფიციალური პირები. ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა. არჩევნების შედეგებს ვენესუელაში პროტესტი მოჰყვა. ვენესუელის უზენაესმა…

მეტი...

ჩინეთში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა

ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 12 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ავტობუსი მოსწავლეებსა და მშობლებს დაეჯახა, როდესაც ისინი ქალაქ ტაიანში, სკოლის კარიბჭესთან იდგნენ. ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის 5 მოსწავლე და 6 მშობელია. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ,,კონტროლი დაკარგა”, ის დაკავებულია, პოლიცია იძიებს მომხდარის მიზეზებს.

მეტი...

მე-3 თვეა, სოფელ ზემო მაღაროში დაკარგულ ქალს ეძებენ

მე-3 თვეა, კახეთში, სოფელ ზემო მაღაროში, დაკარგულ ქალს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაცით, თამრია გულოშვილი სახლიდან 17 ივნისს გავიდა. ,,თამრია გულოშვილი ჯებირაშვილი ჩემი დაა, არ ვიცი რა ვთქვა და სამწუხაროდ ბევრი რამის თქმაც მინდა, რა მოიმოქმედა ჩვენმა სამართალდამცავებმა ამ ქალის მოსაძებნად. რა გახდა, ეს ქალი რომ ვერ იპოვეს ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი, ვწუხვართ მთელი სანათესაო მაგრამ ამაოდ, სად გაქრა, სად ჩაიყლაპა ეს ქალი. იქნებ შეწუხდეს ჩვენი სამართალდამცავები, იმედს არ ვკარგავ რამეს მოიმოქმედებენ ქალი სრულ ჭკვაზე იყო ნორმალური აზროვნებით T:557760729 ან T 568908407”, – ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

მეტი...

ლილოში სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ

ლილოს დასახლებაში პოლიცია სოციალურად დაუცველი 20-მდე ოჯახის გასახლებას ცდილობდა, თუმცა მოქალაქეებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ოჯახები სამ კორპუსში არიან შესახლებულები. ისინი მერიას დახმარებას სთხოვენ და საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. ადგილზე მცხოვრებლები ყვებიან, რომ ფართების დასატოვებლად ბოლო ვადა დღეს აქვთ. მათივე თქმით, სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ ტერიტორია რადიაციულია და გამოსახლება მათივე უსაფრთხოების გამოა აუცილებელი. ,,გვეუბნებიან დილით დაცალეო, არ დავცლი. ბავშვებს ვფიცავ არ დავცლი და არსად არ წავალ. რაც უნდა ის გააკეთონ, დავწვავ აქაურობას და ისე გავალ. სამი შვილის დედა, მარტო ვზრდი სამივეს, ხან მაქვს საჭმელი, ხან არა. ყველგან ვიყავით, გამგეობაშიც ვიყავი, განცხადება დავწერე,…

მეტი...

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 6 მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში “ჰამასის” მებრძოლების მიერ მოკლული ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს. ისრაელი ამბობს, რომ ცხედრები ღაზას სამხრეთით რაფაჰის რაიონში მიწისქვეშა გვირაბებში ნახეს. გარდაცვლილებს შორისაა ისრაელ-ამერიკის მოქალაქე, 23 წლის გოლდბერგ-პოლინი, რომლის ოჯახიც იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, უბიძგებდნენ ისრაელს მოძებნილიყო შეთანხმება ტყვეების უკან დასაბრუნებლად. მძევლები ,,სასტიკად მოკლეს ჰამასის ტერორისტებმა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ჩვენ მათთან მივაღწევდით”, – თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, კონტრადმირმა დანიელ ჰაგარიმ კვირას გამართულ ბრიფინგზე. ამ მოვლენამ გამოიწვია პროტესტი მთელ ისრაელში, ახალი საზოგადოებრივი აღშფოთება მიმართულია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი კაბინეტის მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს…

მეტი...

ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 წლის ბიჭი

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რეგიონის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორ ადამიანი, 38 წლის ქალი და 8 წლის ბიჭი დაიღუპა. ,,დაშავებულია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ახლა რეანიმაციაშია”, – წერს ფედროვი ტელეგრამის არხზე. მისივე თქმით, დაშავებულია 43 წლის კაცი, ხოლო შენობა ნაწილობრივ დაინგრა. ,,აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მიმდებარე მრავალსართულიანი შენობები დააზიანა”, – წერს ადმინისტრაციის უფროსი. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 313 დარტყმა მიაყენეს ზაპოროჟიეს ოლქის 11 დასახლებულ პუნქტს და დაფიქსირდა 38 ცნობა საცხოვრებელი კორპუსებისა და ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.

მეტი...