ზელენსკი და ბაიდენი ერთმანეთს მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში შეხვდებიან.

ჟურნალ The Economist-ის მტკიცებით, ეს კიევისთვის უკანასკნელი შანსი იქნება, რათა დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მან ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნას.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ ჯერ არ აპირებს უკრაინის ჯარისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას.

გაეროს გენერალური ასამბლეა 10 სექტემბერს გაიხსნება. ბაიდენს გამოსვლა 24 სექტემბერს აქვს დაგეგმილი, 25 სექტემბერს კი ზელენსკის.

მსგავსი თემები